იცით ლისტენონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ლისტენონის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედებები არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია კატეგორიების მიხედვით სირთულის კლებადობით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000, ერთეული შემტხვევების ჩათვლით). იმუნური სისტემის დარღვევები: ხშირი: ალერგიული რეაქციები (კანის მკვეთრი გაწითლება, ჭინჭრის ცხელება). იშვიათი: ბრონქული სპაზმი. ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი კანის უეცარი გაწითლებით, ბრონქული სპაზმით ან მის გარეშე და არტერიული წნევის დაწევით. სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი: შრატში კალიუმის კონცენტრაციის მომატება (უფრო ხშირად – მცირე მომატება 0,05მმოლ/ლ-ზე). მიოგლობინემია (აღმოჩენილია 20% ბავშვებში, იშვიათად უფროსებში). ეს ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე და შესაძლოა განვითარდეს კუნთების ფასციკულაციით ან მის გარეშე. ძალიან იშვიათი: პარკუჭის ფიბრილაცია და გულის გაჩერება ჰიპერკალიემიის შედეგად. ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები: ძალიან იშვიათი: სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია, პორფირია, ავთვისებიანი ჰიპერთერმია კუნთების რიგიდულობით ან მის გარეშე (საღეჭი კუნთების სპაზმი), გულ-სისხლძარღვთა გართულებები (ტაჰიკარდია, არასტებილური არტერიული წნევა), ჩO2 კონცენტრაციის მომატება გამოსვლის ბოლოში (კაპნომეტრიისას), სხეულის ტემპერატურის მომატება, რთული აციდოზი, ჰემოგლობინურია. გართულებები მხედველობის ორგანოს მხრივ ხშირი: თვალის შიდა წნევის მომატება. დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის მხრივ: იშვიათი: ხანგრძლივი აპნოე პაციენტებში სისხლის პლაზმის ქოლინესტერაზების აქტივობის დარღვევით, ლარინგოსპაზმი. ძალიან იშვიათი: გვიანდელი სუნთქვის უკმარისობა ნერვ-კუნთების გადაცემის დარღვევებისას, ყელის შეშუპება, ფილტვების შეშუპება. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: მომატებული კუჭშიდა წნევის მომატება (რეგურგიტაციის რისკი ორსულ პაციენტებში, დიაფრაგმის საყლაპავის თიაქარის მქონე პაციენტებში, კუჭისა და ნაწლავის ატონიის მქონე პაციენტებში, ასციტის მქონე პაციენებში, ასევე მუცლის ღრუს სიმსივნის მქონე პაციენტებში), მომატებული ნერწყვის გამოყოფა. დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ ძალიან ხშირი: კუნთების ფასციკულაცია (90%), მიალია კუნთების ფასციკულაციის შედეგის სახით (დაახლ. პაციენტებსი 60%), უფრო ხშირად ვლინდება კისრის არეში, მხრის სარტყელში, მკერდის არეში და ზურგში, განსაკუთრებით საშუალო ასაკის პაციენტებში (20 დან 50 წელი). არახშირე: უმნიშვნელო ტრიზმი (60 წამი), რაც შესაძლოა შემცირდეს პროპოფოლის ან არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების მცირე დოზის დახმარებით. იშვიათად: კუნთების შეკუმშვა მოდუნების ნაცვლად (ხშირად დისტროფიული მიოტონიის ფონზე ან თანდაყოლილი მიოტონიისას). ხანგრძლივი დამბლა ორმაგი ბლოკის განვითარების და ნერვ-კუნთების გადაცემის დაზიანების შედეგად, რაც ასევე შესაძლოა იყოს იდიოსინკრაზის შედეგი (თანდაყოლილი ქოლინესტერაზული ვარიანტ (იხ.,,განსაკუთრებული მითითებები”), ჭარბი დოზირების ან პლაზმაში ქოლინესტერაზების აქტივობის შემცირების შედეგი. ძალიან ხშირად: მწვავე რაბდომიოლიზი ნერვ-კუნთების გამტარობის დადგენილი და დაუდგენელი დარღვევებით. გულ-სისხლძარღვთა დარღვევები ძალიან ხშირი: არითმია (აღმოჩენილია 50% ბავშვებში და 20% უფროსებში ვენაში პირველი ინექციის შემდეგ, უფრო ხშირად მცირე ასაკის ბავშვებში) (იხ.,,განსაკუთრებული მითითებები”). მსუბუქი ბრადიკარდია (განსაკუთრებით ბავშვებში, იშვიათად უფროსებში). ხშირი: არტერიული წნევის მომატება ან დაკლება. არახშირი: ტაჰიკარდია. ძალიან იშვიათად: პარკუჭისებრი არითმია, პარკუჭის ფიბრილაცია, გულის გაჩერება (ჰიპერკალიემიის შედეგად), ჰიპერკალციემია, განსაკუთრებით ბავშვებში ჩონჩხის კუნთების დაუდგენელი დაავადებებით (დიუშენის მიოპათია), გულის უკმარისობა ანაფილაქტოიდური რეაქციის შედეგად. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები ხშირი: კანის სიწითლე ჰისტამინის გამოთავისუფლების შედეგად. თირკმელების და შარდგამომყოფი გზების დარღვევები იშვიათი: მიოგლობინურია და კრეატინფოსფოკინაზის აქტივობის მომატება, უმთავრესად ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ ლისტენონს გალოტანთან კომბინაციაში. ძალიან იშვიათად: მიოგლობინურია, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას, უმეტესად დიაგნოსტირებული ან ფარული კუნთების დისტროფიის მქონე პაციენტებში. ნერვული სისტემის დარღვევები ხშირი: შიდაქალის წნევის მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები