იცით მბეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

მბე გვერდითი მოვლენებია: ყველა მედიკამენტის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. მაგნიუმის, B6 ვიტამინისა და E ვიტამინის მიღებასთან ასოცირებული არასასურველი ეფექტები იშვიათად ვითარდება. აღინიშნა კუჭ-ნაწლავური დარღვევები, რაც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მაგნიუმის შემცველმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ფაღარათი. ამიტომ მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება დიარეის დროს. პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტებიც. ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. მოცემული პრეპარატი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ლაქტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. მოცემული პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. განსაკუთრებული მითითებები: – მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება, თუ: – პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; – მომატებულია სისხლში მაგნიუმის დონეები (ეგრეთ წოდებული ჰიპერმაგნიემია); – პაციენტს განვითარებული აქვს სერიოზული თირკმლის უკმარისობა; – პაციენტს აღენიშნება ნერვული გამტარობის ბლოკირება (მაგ. ე.წ. ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა); – პაციენტს განვითარებული აქვს მიასთენია (Myasthenia gravis); – პაციენტს აღენიშნება მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპოტენზია; – პაციენტი იღებს ლ-დოპას ე.წ. პერიფერული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის გარეშე. მიმართეთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები წარსულში აღგენიშნებოდათ. ავტომობილების მართვა და მექანიზმებით სარგებლობა პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილების მართვისა და მექანიზმებით სარგებლობის უნარზე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ პრეპარატი შეიცავს სოიოს გასუფთავებულ ზეთს. პრეპარატი არ მიიღოთ, თუ ალერგიული ხართ სოიოს მარცვლებზე ან მიწის თხილზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები