იცით მედროლგინს რა უკუჩვენებები აქვს?

მედროლგინის უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები ანამნეზში; – ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით; – პროფილაქტიკური გაუტკივარება ოპერაციის წინ და ინტრაოპერაციული გამოყენება (თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის შესაძლებლობა და სისხლდენის რისკი); – თირკმლის უკმარისობის საშუალო და მძიმე ფორმები, თირკმლის უკმარისობის რისკი ჰიპოვოლემიის ან დეჰიდრატაციის დროს; ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომი, ქვინკეს შეშუპება ან ბრონქოსპაზმი; – საეჭვო ან დადასტურებული ცერებროვასკულური სისხლდენა, ოპერაციული ჩარევები სისხლჩაქცევის ან სისხლდენის არასრული შეჩერების მაღალი რისკით; – სისხლის შედედების დარღვევა, მდგომარეობები სისხლდენის ან არასრული ჰემოსტაზის მაღალი რისკით; – სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ან პენტოქსიფილინით ერთდროული მკურნალობა; _ ორსულობა, მშობიარობის და ძუძუთი კვების პერიოდი; – 16 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები