იცით ნაკომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნაკომის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება მეტნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები, განვითარებული პრეპარატი ნაკომის მიღებისას, დაკავშირებული დოფამინის ფარმაკოლოგიურ ზემოქმედებასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არასასურველი რეაქციების გამოხატულება შესაძლებელია სემცირდეს, პრეპარატის დოზის შემცირებით. მეტნაკლებად ხშირ არასასურველ რეაქციად გვევლინება დისკინეზია, ქორეეს მსგავსი, დისტონიკური და სხვა უნებლიე მოძრაობები, ასევე ღებინება. პირველი ადრეული ნიშანი, რომელიც გვიჩვენებს პრეპარატის დოზის აუცილებელ სემცირებას არის კუნთების მოძრაობა და ბლეფაროსპაზმი. არასასურველი რეაქციები, რომლებიც, როგორც ნავარაუდებია, შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრეპარატის მიღებასთან ნაჩვენებია ქვემოთ. თითოეულ ქვეჯგუფში არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია მათი სიმძიმის შესუსტების მიხედვით. არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის მიხედვით დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1000, <1/100), იშვიათად (≥1/10000, <1/1000) და ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (მოვლენათა წარმოქმნის სიხშირის განსაზღვრა არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია). კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები, (კისტების და პოლიპების ჩათვლით) სიხშირე უცნობია: მელანომა. (იხ. ნაწილი „უკუჩვენება“) სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევის მხრივ იშვიათად: ლეიკოპენია, ანემია (მათ შორის ჰემოლიტური), თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. იმუნური სისტემის მხრივ იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება. ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევის მხრივ ხშირად: ანორექსია; სიხშირე უცნობია: წონის დაკარგვა ან მატება, შეშუპებები. ფსიქიკის მხრივ ხშირად: ძილის დარღვევა, რომელიც კოშმარულ სიზმრებს მოიცავს, ჰალუცინაციები, დეპრესია მათ შორის სუიციდალური განზრახვებით და მის გარეშე, გონების დაბინდვა; არახშირად: აჟიტაცია; იშვიათად: ფსიქოტური რეაქციები, ბოდვების და პარანოიდალური აზროვნების ჩათვლით, ლიბიდოს მომატება. სურვილების (იმპულსების) კონტროლის დარღვევები: აზარტული თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულება, მომატებული სექსუალური აქტივობა, მომატებული ლიბიდო, დაუძლეველი სწრაფვა ყიდვის ან ფულის ხარჯვისკენ, კომპულსიური ჭარბი კვება (ბულიმია) შეიძლება გაჩნდეს იმ პაციენტებში, რომლებიც დოფამინის აგონისტებს და (ან) სხვა ლევოდოპას შემცველ დოფამინერგიულ სამკურნალო საშუალებებს ღებულობენ. (ნაკომის ჩათვლით) (იხ. „სიფრთხილის ზომები“). ეს არასასურველი რეაქციები ძირითადად შექცევადია პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ. სიხშირე უცნობია: მღელვარება, დეზორიენტაცია, ეიფორია, უძილობა, ბრუქსიზმი, დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (დდს)* *დდს წარმოადგენს წამალზე დამოკიდებულებას, რომელიც უვითარდება ზოგიერთ პაციენტს, სამკურნალო პრეპარატის მიღებისას, კარბიდოპის და ლევოდოპის შემცველობით (ნაკომი), და გამოკვეთილი აკვიატებული მისწრაფებით პრეპარატის დოზის ბოროტად გამოყენებით, რომელიც აჭარბებს მოტორული სისტემის ადექვატური კონტროლისათვის აუცილებელ ნორმას, რომელსაც შედეგად მივყავართ მძიმე დისკინეზიამდე. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: დისკინეზიები, ქორეას, დისტონიის.ხშირად: ბრადიკინეზიის ეპიზოდები („ჩართვა-გამორთვის“-სინდრომი), თავბრუსხვევა/ვესტიბულარული თავბრუსხვევა, პარესთეზიები, ძილიანობა, მათ შორის დღის პერიოდში გადაჭარბებული ძილიანობის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ძილის უეცარი დადგომა. არახშირად: სინკოპე; იშვიათად: დემენცია, კონვულსიები; სიხშირე უცნობია: ატაქსია, ხელების ტრემორი, ექსტრაპირამიდული დარღვევები და მოძრაობის დარღვევები,  თავის ტკივილი, ინტელექტის სიმახვილის შემცირება,, ბერნარ-გორნერის ლატენტური სინდრომის აქტივაცია, დამუნჯება, გულის წასვლა, ვარდნები და სიარულის დარღვევები,  ოკულოგირული კრიზები (თვალის კაკლის გარეთა კუნთების ტონური კრუნჩხვა) გაღიზიანების შეგრძნება, ტრიზმი. დარღვევები მხედველობითი ორგანოს მხრივ სიხშირე არ არის დადგენილი: ბლეფაროსპაზმი, მხედველობის დაბინდვა, გუგის გაფართოება, გაორება. გულის მხრივ დარღვევები: სიხშირე უცნობია: გახშირებული გულისცემა. იშვიათად: გულის მუშაობის დარღვევა დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: ხშირი: ორთოსტატიკური რეაქციები, ჰიპოტინეზიის ეპიზოდების ჩათვლით იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ფლებიტი. სიხშირე დადგენილი არ არის: მოწოლა, ჰიპერემია სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ ხშრად: ქოშინი; სიხშირე უცნობია: ხმის ხრინწიანობა, სუნთქვის ანომალიური ხასიათი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ხშირად: ღებინება, დიარეა; იშვიათად: სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება, ნერწვის გამუქება; სიხშირე უცნობია: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ნერწყვდენა, დისფაგია, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, დისპეპსია, ენის წვის შეგრძნება, პირში სიმწარის შეგრძნება, გულისრევა, ბოყინი. კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევების მხრივ არახშირად: ჭინჭრის ციება; იშვიათად: ქავილი, შენლეინ-ჰენოხის პურპურა, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლის გამუქება; სიხშირე უცნობია: მომატებული ოფლის გამოყოფა. ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევების მხირვ არახშირი: კუნთების კრუნჩხვა სიხშირე დადგენილი არ არის: კუნთების მოძრაობა შარდგამომყოფი სისტემის და თირკმელების დარღვევის მხრივ იშვიათად: შარდის გამუქება. სიხშირე უცნობია: შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება. რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევების მხრივ სიხშირე უცნობია: პრიაპიზმი. ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას ხშირად: ტკივილი გულმკერდის არეში; სიხშირე უცნობია: ასთენია, შეშუპებები, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, მომატებული დაღლილობა, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, (იხ. „სიფრთხილის ზომები“), სისუსტე. ლაბორატორიული  და ინსტრუმენტალური მონაცემები სიხშირე უცნობია: ფუნქციონალური ღვიძლის სინჯის გაზრდილი მაჩვენებლები (ტუტე ფოსფატაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ბილირუბინის), სისხლის შრატში შარდოვანას აზოტის, სისხლის შრატში შარდოვანას შემცველობის მომატება, კუმბსის დადებითი სინჯი. ყოფილა შეტყობინებები ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონეების შემცირების, ჰიპერგლიკემიის, ლეიკოციტოზის, ბაქტერიურიის, ჰემატურიის შესახებ. ლევოდოპას და კარბიდოპას შემცველმა პრეპარატემა შეიძლება გამოიწვიონ ცრუ-დადებითი რეაქცია კეტონურ სხეულებზე შარდში, თუ კეტონურიის განსაზღვრისთვის გამოყენება ტესტ-ზოლები. შარდის ნიმუშის ადუღების შემდეგ ეს რეაქცია არ შეიცვლება. ცრუ-უარყოფითი შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას გლუკოზურიის განსაზღვრის გლუკოოქსიდაზური მეთოდის გამოყენებისას. არასასურველი რეაქციების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის რაც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები