იცით ნონბლონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ნონბლონის გვერდითი მოვლენებია: ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად, მსუბუქი ან ზომიერი სახით. ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები (1%-დან 10%-მდე), დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც); ალერგიული რეაქციები: ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზის გამწვავება; სხვა: ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები