იცით რამიპრილი-H – ჰუმანითს რა უკუჩვენებები აქვს?

რამიპრილი-H – ჰუმანითის უკუჩვენებებია: • აქტიური ნივთიერების, ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების ან სხვა რომელიმე აგფ (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი) ინჰიბიტორის მიმართ მომატებული მგრძნობელობა • ანამნეზში შეშუპება (თანდაყოლილი, იდიოპათიური, წარსულში აგფ-ინჰიბიტორებით ან AIIRA (ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები) პრეპარატებით გამოწვეული შეშუპება) • ექსტრაკორპორალური მკურნალობა, რომელიც იწვევს სისხლის კონტაქტს უარყოფიტად დამუხტულ ზედაპირებთან • მნიშვნელოვანი, ორმხრივი, თირკმლის არტერიის სტენოზი ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზი  ორსულობის II და III ტრიმესტრი • ლაქტაცია • თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა არადიალიზებად პაციენტებში <30მლ/წთ კრეატინინის კლირენსით   • ელექტროლიტების ცვლის დარღვევა, რომელიც შესაძლოა გართულდეს რამიპრილ-H-ჰუმანითით მკურნალობის შედეგად • ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები