იცით როლიპექსს რა უკუჩვენებები აქვს?

როლიპექსის უკუჩვენებებია: რა უნდა იცოდეთ როლიპექსის მიღების დაწყებამდე როლიპექსის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ: • გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა როზუვასტატინის ან პრეპარატის დამატებითი  კომპონენტების მიმართ • ხართ ორსული ან მეძუძური დედა; თუ როლიპექსით მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ როლიპექსის მიღება და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. როლიპექსით მკურნალობის დროს ქალებმა თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა კონტრაცეპტული მეთოდების საშუალებით • გაქვთ ღვიძლის დაავადება • გაგაჩნიათ სერიოზული თირკმლის დაავადება • გაწუხებთ კუნთების განმეორებითი ხასიათის და უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი • მკურნალობთ ციკლოსპორინით (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).  გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან თუ ზემოხსენებული რომელიმე შემთხვევა აღგენიშნებათ.  არ გამოიყენოთ 40 მგ როლიპექსი (ყველაზე მაღალი დოზა) შემდეგ შემთხვევებში: • თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (საეჭვო შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან) • თუ აღგენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა • თუ გაწუხებთ განმეორებითი ხასიათის და უცნობი ეტიოლოგიის კუნთების ტკივილი (გაქვთ ინდივიდუალური ან ოჯახური ისტორია კუნთების დაავადებებთან დაკავშირებით, წარსულში გქონდათ ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელ მედიკამენტებთან დაკავშირებული  პრობლემები) • თუ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს • თუ ხართ აზიელი (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი) • თუ იღებთ ფიბრატებს, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ცხიმების დონეს  გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან თუ ზემოხსენებული რომელიმე შემთხვევა აღგენიშნებათ ან ფიქრობთ, რომ  ადგილი აქვს რომელიმე მათგანს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები