იცით როტაკინაზას რა უკუჩვენებები აქვს?

როტაკინაზას უკუჩვენებებია: – წი­ნა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცია, ტრავ­მა, ბი­ოფ­სია, (ლა­ვი­წქვე­და ან სა­უღ­ლე ვე­ნის) პუნ­ქცია, გუ­ლის ტამ­პო­ნა­და, ენ­დოტ­რა­ქე­ული ინ­ტუ­ბა­ცია; – თავის ტვი­ნის არ­ტე­რი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს მძი­მე არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, ჰიპერტონიის ან დი­ა­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თი­ის, ახ­ლო  წარ­სულ­ში (2 თვემ­დე) გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტის ან სხვა ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი  პა­თო­ლო­გი­ის, ანევ­რიზ­მის დროს; – სის­ხლდე­ნა ან სის­ხლდე­ნის განვითარების მა­ღა­ლი რის­კი (ჰე­მო­რა­გი­უ­ლი დია­თე­ზი, თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, თირ­კმე­ლე­ბის და/ან ღვიძ­ლის მძი­მე უკ­მა­რისო­ბა, წი­ნა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საჭ­მლის მო­მ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის ერო­ზი­ულ-წყლუ­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა – პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლი, არას­პე­ცი­ფი­უ­რი წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტი, დი­ვერ­ტი­კუ­ლი­ტი, მენ­სტრუ­- ა­ლუ­რი სის­ხლდე­ნა, ორ­სუ­ლო­ბის პერიოდი – გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მა, სიმ­სივ­ნეები, მწვა­ვე პან­კრე­ა­ტი­ტი); – კარდიალური ემბოლიის რისკი, მაგალითად, წინაგულების ციმციმის დროს მიტ­რალური სარქვლის დაზიანებისა და ბაქტერიული ენდოკარდიტის ფონზე; – ახლო წარსულში (მანეიტრალიზებელი ანტისხეულების მაღალი ტიტრის განსაზღვრამდე 5 დღიდან 6 თვემდე) სტრეპტოკინაზით მკურ­ნალობა; – გულის მიტრალური მანკი წინაგულების ციმციმით, სეფსისური ენდო­კარდიტი; – თავის ტვინის სიმსივნე ან მეტასტაზები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები