იცით სპირონოლაქტონი-ჰუმანითს რა უკუჩვენებები აქვს?

სპირონოლაქტონი-ჰუმანითის უკუჩვენებებია: • მომატებული მგრძობელობა მომქმედი ნივთიერების (ნივთიერებების) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. • თირკმლის მძიმე უკმარისობა (eGFR <30 მლ/წთ/1.73 მ2), თირკმლის მწვავე ან პროგრესირებადი დაავადება (ანურიის თანხლებით, თუ მის გარეშე) • ჰიპონატრიემია • ჰიპერკალიემია (შრატში კალიუმის დონე > 5.0 მმოლ/ლ) მკურნალობის დაწყებისას • ადისონის დაავადება • დიაბეტური ნეფროპათია • ორსულობა და ლაქტაცია • მეტაბოლური აციდოზი • სპირონოლაქტონის გამოყენება შემდეგ პრეპარატენთან ერთად: კალიუმდამზოგავი დიურეზული საშუალებები (მათ შორის ეპლერენონი) ან კალიუმის დანამატები, ან ორმაგი-RAAS ბლოკადა- ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორის და ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორის (ARB) კომბინაცია  • პედიატრიული პაციენტები თირკმლის ფუნქციის საშუალო-მძიმე ხარისხის დარღვევით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები