იცით ტოპეფსილს რა უკუჩვენებები აქვს?

ტოპეფსილის უკუჩვენებებია: არ მიიღოთ ტოპეფსილი შემდეგ შემთხვევებში: -ტოპირამატის ან პრეპარატი ტოპეფსილის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს (იხ. ნაწ. 6,,დამატებითი ინფორმაცია’’) – შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობის დროს; ორსულობის ან კონტრაცეპციის არაეფექტური მეთოდის გამოყენებისას (იხ. ნაწ.,,ორსულობა და ლაქტაცია’’). ბავშვები ეს პრეპარატი არ არის განკუთვნილი 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების არასაკმარის კლინიკურ გამოცდილებასთან დაკავშირებით.  პრეპარატი ტოპეფსილის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს  – თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს, ვინაიდან ტოპირამატი და მისი დაშლის პროდუქტები ძირითადად გამოიყოფიან თირკმელების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში კურსის დაწყება რეკომენდებულია ტოპირამატის მცირე დოზებით და შესაძლო გვერდით ეფექტებზე გულდასმითი მეთვალყურეობით. – თირკმლის კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილების შემთხვევაში, ვინაიდან თირკმლის კენჭების წარმოქმნის რისკი შეიძლება გაიზარდოს. ამ მდგომარეობის ნიშნები შეიძლება იყოს კოლიკის მსგავსი ტკივილები, ტკივილი თირკმელში ან ტკივილი გვერდში. ოჯახური ანამნეზის გარდა, თირკმლის კენჭების წარმოშობის რისკის ფაქტორს ასევე მიეკუთვნება ანამნეზში თირკმელებში კენჭების არსებობა და შარდთან ერთად კალციუმის მომატებული ექსკრეცია (ჰიპერკალციურია). თუმცა, პრეპარატი ტოპეფსილის მიღების დროს, რისკის ამ ფაქტორების არსებობამ არ არის აუცილებელი გამოიწვიონ თირკმლის კენჭების წარმოქმნა. საჭიროა თავის არიდება სხვა სამკურნალო პრეპარატებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის კენჭების განვითარება, და ასევე ნახშირწყლების დაბალი შემცველობის ცხიმიანი საკვების მიღებისაგან, ვინაიდან ამ ფაქტორებმა შეიძლება გაზარდონ თირკმლის კენჭების წარმოქმნის რისკი (იხ. ნაწ. 2,,სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება’’). -ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ვინაიდან ამან შეიძლება შეამციროს ორგანიზმიდან ტოპირამატის ექსკრეცია; – თუ თქვენ იღებთ ტოპეფსილს შაკიკის დროს თავის ტკივილის პრევენციის მიზნით, ყურადღება მიაქციეთ სხეულის წონას. გთხოვთ მიმართოთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ სხეულის წონის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი შემცირება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტის საჭიროება; – უეცარი ახლომხედველობის და/ან თვალებში ტკივილის წარმოშობისას. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ვითარდებოდა პრეპარატი ტოპეფსილის მიღების პირველი თვის განმავლობაში როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შეწყვიტეთ პრეპარატი ტოპეფსილის მიღება და მიიღეთ თვალშიდა წნევის სწრაფი შემცირების სათანადო ზომები; – თუ ტოპირამატის მიღების დროს თქვენ განიცდით ხასიათის ცვლილებას და დეპრესიას. ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. – პაციენტების მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ ტოპირამატის ტიპის პრეპარატებით ეპილეფსიის საწინააღმდეგო თერაპიას, იყო აღნიშნული სუიციდური ხასიათის ფიქრები და ქცევა. მსგავსი აზრების გაჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამ პრეპარატმა შეიძლება შეამციროს სისხლში ბიკარბონატების დონე და გამოიწვიოს სისხლის ზედმეტი მჟავიანობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გაწუხებთ სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევენ ბიკარბონატების დონის შემცირებისადმი მიდრეკილებას, ცხიმებით და ცილებით (კეტოგენური) მდიდარი დიეტისას, ან ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღებისას. სისხლის ბიკარბონატების დონე ჩვეულებრივ მცირდება პრეპარატის მიღების კურსის დასაწყისში. სისხლში ბიკარბონატების დონის განსაზღვრის მიზნით, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სისხლის ანალიზის გაკეთება. სისხლის მეტაბოლურმა ჟანგვამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეყოვნება. ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი ზრდის თირკმლის კენჭების წარმოშობის რისკს და შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ძვლის ქსოვილის განლევა (ოსტეოპენია). ტოპეფსილის მიღების დროს მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება. ამან შეიძლება შეამციროს თირკმლის კენჭების წარმოშობის რისკი (იხილეთ ზემოთ). სითხის საკმარისი რაოდენობის მიღებამ ისეთი მოქმედებების წინ ან მერე, როგორიცაა სპორტი ან სიტუაცია, როცა ორგანიზმი განიცდის მაღალ ტემპერატურულ ზემოქმედებას, შეიძლება შეამციროს გვერდითი ეფექტების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია გადახურებასთან (იხ. ნაწ. 4,,შესაძლო გვერდითი მოვლენები’’). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, ვინაიდან ტოპირამატის მიღების დროს ისინი უფრო ნაკლებად ოფლიანობენ. ტოპირამატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შაკიკის პროფილაქტიკისთვის, და არა მისი შეტევების სამკურნალოდ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები