იცით ტორადოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ტორადოლის უკუჩვენებებია:: * კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია (მათ შორის ანამნეზში); * თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა. თირკმლის უკმარისობის რისკი ჰიპოვოლემიისას და დეჰიდრატაციისას; * ორსულობა და მშობიარობა; * მომატებული მგრძნობელობა ტორადოლისადმი და სხვა ასას-დმი; * ალერგიული რეაქციები ასპირინზე და პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბტორებზე (ასეთ ავადმყოფებში აღინიშნა მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები); * პროფილაქტური გაუტკივარება ოპერაციის წინ და ინტრაოპერაციული გამოყენება (არსებობს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის შესაძლებლობა და სისხლდენის რისკი); * ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის ან არასრული ჰემოსტაზის მდგომარეობები; * აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა ასას, პენტოქსიფილინის ერთდროული მიღება. ტორადოლის შეყვანა ეპი – ან სუბდურალურად დაუშვებელია, რადგან ხსნარი შეიცავს სპირტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები