იცით ტრიდერმს რა უკუჩვენებები აქვს?

ტრიდერმის უკუჩვენებებია: კანის ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული [მათ შორის ტუბერკულოზი] აგრეთვე სოკოვანი წარმოშობის), რეაქცია ვაქცინაზე, კანის წყლულები და აკნე წარმოადგენს უკუჩვენებებია:ს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისთვის. როზაცეას ან პერიორალური დერმატიტის არსებობისას, სახეზე მალამოს წასმას უნდა მოერიდონ.  მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ, სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მიმართ (ჯვარედინი ალერგია გენტამიცინთან) ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ (ჯვარედინი ალერგია კლოტრიმაზოლთან). ტრიდერმი განკუთნილი არ არის ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოსაყენებლად.  ტრიდერმის წასმა დაუშვებელია ლორწოვან გარსებზე, თვალების ირგვლივ ან თვალის ახლო კანზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები