იცით ტრი-რეგოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ტრი-რეგოლის უკუჩვენებებია: კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება არ არის რეკომედნებული ქვემოთ მოცემული დაავადებების და პათოლოგიური მდგომარეობების დროს. კპკ-ების გამოყენებისას ასეთი დააადებების პირველად განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს: • ვენური თრომბოზი, აწმყოში ან ანამნეზში (მაგალითად, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია რისკ-ფაქტორებით ან მის გარეშე (იხილეთ განყოფილება,,სიფრთხილით”); • ატერიული თრომბოზი, აწმყოში ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი), ან მანამდე არსებული დაავდებები (მაგალითად, სტენოკარდია და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავლი მოშლა); • თრომბოზი, აწმყოში ან ანამნეზში (მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავლი მოშლა, სტენოკარდია); • თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, აწმყოში ან ანამნეზში;  • აწმყოში არსებული ვენური ან არტერიული თრომბოზის მძიმე ხარისხი ან მრავალრიცხოვანი რისკ-ფაქტორები ასვე შეიძლება ჩაითვალოს უკუჩვენებებია:დ. (იხილეთ განყოფილება,,სიფრთხილით”); • დარღვევები გულ-სისხლძარღვთა (მაგალითად, კარდიოლოგიური დაავადებები, გულის მანკები, არითმიის ეპიზოდები); • მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება; • შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით; • სისხლძარღვოვანი წრამოშობის მხედველობითი დარღვევები; • ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადება, აწმყოში ან ანამნეზში, ღვიძლის ფუნქციის საბოლოო აღდგენამდე; • ღვიძლის სიმსივნეები აწმყოში ან ანმენზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი); • შაკიკი ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით; • ჰორმონ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტირება (მაგალითად, სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი მათზე; • უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვოოლოსნოდან; • ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია განყოფილებაში,,შემადგენლობა” სიფრთხილით  ქვემოთ მოცემული რომელიმე რისკ-ფაქტორის/დაავადების არსებობისას, საჭიროა კპკ-ების გამოყენებით გამოწვეული შესაძლო გართულებების განვითარების რისკის და არასასურველი ეფექტების შეფასება ყოველ კონკრეტულ ქალში და მასთან ერთად უნდა განიხილებოდეს შესაბამისი სარგებელი და რისკი სანამ ის თვითონ არ მიიღებს ასეთი პრეპარტების გამოყენების გადაწყვეტილებას. ნებისმიერი მოცემული დაავადების ან რისკ-ფაქტორის გამოვლენის, გაუარესების ან გამწვავების შემთხვევაში, ქალმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია. შემდეგ ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კპკ-ს მიღების შეწყვეტის შესახებ.  სისხლის მიმოქცევის დარღვევა ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვენური თრომბოემბოლიის გამოვლენის სიხშირე დაბალი შემცველობის ესტროგენის პერორალური კონტრაცეპტივების (<50 მკგ ეთინილსეტრადიოლი) მომხმარებლებში მერყეობს წელიწადში 20-40 შემთხვევის ფარგლებში 100000 ქალზე, მაგრამ რისკის ეს  შეფასება იცვლება პროგესტაგენის შემცველობის მიხედვით. შედარებისთვის, ეს არის 5-10 შემთხვევა 100000 ქალზე წელიწადში, რომლებიც არ იყენებენ ასეთ პრეპარატებს. ნებისმიერი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებას თან ახლავს ვენური თრომბოემბოლიის მომატებული რისკი იმ პირებთან შეადრებით, რომლებიც არ იყენებენ მოცემულ პრეპარტებს.  ვთე განვითარების გადაჭარბებული რისკი მაქსიმალურია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენების პირველ წელს. მითითებული გადაჭარბებეული რისკი ნაკლებია ორსულობასთან დაკავშირებულ ვთე-ს რისკზე, რომელიც შეფასებების მიხედვით შადგენს 60 შემთხვევას 100000 ორსულზე. ვთე-ს შემთხვევაში სასიკვდილო გამოსავალი დაფიქსირდა შემთხვევათა 1-2%-ში.  ვთე-ს საერთო აბსოლუტური რისკი (გამოვლენის სიხშირე) ლევონორგესტრელის შემცველ კომბინირებულ პერორალური კონტრაცეპტივების 30 მკგ ეთინილესტრადიოლთან შეფარდებით შეადგენს 20 შემთხვევას 100000 ქალზე წელიწადში. ეპიდემიოლოგური კვლევებმა ასევე დაუკავშირეს კომბინირებული კპკ-ების გამოყენება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალ დარღვევას და იშემიურ ინსულტს. ძალიან იშვიათია მონაცემები სხვა სისხლძარღვების თრომბოზის შესახებ, მაგალითად, ღვიძლის, მეზენტერიული, თირკმლის ვენების, ბადურის ვენების და არტერიების, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების გამოყენებისას. ამაჟამდ არ არსებობს ერთიანი მოსაზრება მოცემული გამოვლინებების განვითარების ჰორმონალური ჩასახვის საწინააღდგო საშაულებებთან კავშირის შესახებ.  ვენური ან არტერიული თრომბოზები/თრომბოემბოლიები შეიძლება გამოვლინდნენ შემდეგი სიმპტომებით: • უჩვეულო ცალმხრივი ტკივილი ან/და ფეხების შეშუპება • უცაბედი მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება მარცხენა ხელში ან ამის გარეშე.  • სუნთვის უცაბედი უკმარისობა • უცაბედი ხველა შესამჩნევი მიზეზების გარეშე  • ნებისმიერი უჩვეულო, მწვავე ან გახანგრძლივებული თავის ტკივილი • ცნობიერების უცაბედი ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა • თვალებში გაორება • გაუგებარი მეტყველება ან აფაზია • თავბრუსხვევა • კოლაფსი კეროვანი ეპილეფსიური გულყრებით ან მის გარეშე • სისუსტე ან ძალიან ძლიერი უცაბედი გაშეშება სხეულის ერთ მხარეს ან ერთი ნაწილის • მოძრაობითი დარღვევები •,,მწვავე მუცელი” ვენური თრომბოემბოლური გართულებების განვითარების რისკი ქალებში, რომლებიც იღებენ კპკ-ებს იზრდება  შემდეგი ფაქტორებით: • ასაკი • დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, ვენური თრომბოემბოლია ღვიძლ ძმებში ან დებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში). მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის შემთხვევაში, ქალმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია კპკ გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე.  • გახანგრძლივებული იმობილიზციის, ფართო ოპერაციული ჩარევების, ქვედა კიდურებზე ოპერაციების ან მოცულობითი ტრავმის დროს. ასეთ შემთხვევბში რეკომენდებულია ტაბლეტების მიღების შეწყვეტა (სულ მცირე 4 კვირით ადრე დაგეგმილ ოპერაციულ ჩარევამდე) და არ განახლდეს მიღების კურსი რემობილიზაციიდან 2 კვირაზე ადრე.  • გაცხიმოვნება (სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 30კგ/მ2) • არ არსებობს ერთიანი მოსაზრება ვენების ვარიკოზული გაფართოების და ზედაპირული თრომბოფლებიტის შეასძლო როლის შესახებ, ვენური თრომბოზის განვითარებაში ან პროგრესირებაში.  კპკ მიღება დაკავშირებულია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ან იშემიური ინსულტის განვითარების რისკთან, რომელიც მკვეთრად იწევს სხვა რისკ-ფაქტორების თანაარსებობისას, როგორიც არის მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ასაკი (ასევე იხილეთ ზემოთ). ასეთი გამოვლინებები იშვიათია. პრეპარატის ტრი-რეგოლი ზეგავლენა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკზე გამოკვლეული არ არის.  არტერიული თრომოემბოლური გართულებების ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის განვითარების რისკი პირებში, რომლებიც იღებენ კპკ-ებს, მატულობს შემდეგ ფაქტორებთნ ერთად: • ასაკი • მოწევა (განსაკუთრებით 35 წლის ზემოთ ქალებში აუცილებელია მოწევის შეწყვეტა კპკ-ების გამოყენებისას) • დისლიპოპროტეინემია • გაცხიმოვნება (სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 30კგ/მ2) • არტერიული ჰიპერტენზია • შაკიკი • გულის მანკი • წინაგულების ფიბრილაცია • დამძიმებული ოჯახური ანამნეზი (მაგალითად ვენური თრომბოემბოლია ღვიძლ ძმებში ან დებში ან მშობლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში). მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე ეჭვის შემთხვევაში, კპკ-ების გამოყენების გადაწყვეტილების მიღებამდე ქალმა უნდა მიიღოს ექიმის კონსულტაცია.  აუცილებელია თრომბოემბოლიის განვითარების მომატებული რისკის გათვალისწინება მშობიარობის შემდგომ პერიდოში (იხილეთ,,გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს”) სხვა დავადებები რომლებიც ასოცირდება სისხლძარღვოვან გართულებებთან, მოიცავს შაქრიან დიაბეტს, სისტემურ წითელ მგლურას, ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს, ნაწალვის ქრონიკულ ანთებით დაავდებას (მაგალითად, რეგიონული ენტერიტი ან წყლულოვანი კოლიტი) და ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია.  კპკ მიღების პერიოდში შაკიკის სიმძიმის და სიხშირის მატება (რაც შეიძლება იყოს თავის ტვინის სიხლის მიმოქცევის დარღვევის წიანპირობა) შეიძლება გახდეს კპკ დაუყოვნებელი შეწყვეტის მიზეზი.  ბიოქიმიური ფაქტორები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდნედნ თანდაყოლილ ან შეძენილ წინასწარგანწყობაზე ვენური ან არტერიული თრომბოზის მიმართ, მოიცავს რეზისტენტობას აქტივირებული ჩ პროტეინის მიმართ, ლეიდენის მუტაციას, ჰიპერჰომოცისტეინემიას, ანტითრომბინ III დეფიციტს, ჩ პროტეინის დეფიციტს, შ პროტეინის დეფიციტს, ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებს (ანტიკარიოლიპინური ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი) და დისლიპოპროტეინემიას.  სიმსივნეები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი პირებში, რომლებიც ხანგრძლივად  იღებენ ჩასახვის საწინააღდეგო პერორალურ საშუალებებს, დარეგისტრირდა ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის ფარგლებშო, მაგრამ სქესობრივი ქცევის და სხვა ფაქტორების დამამძიმებელი ზემოქმედების გამო, ისეთის, როგორიც არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), ამ მონაცემებს აქვთ წინააღმდეგობრივი ხასიათი.  54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს ძუძუს კიბოს განვითარების უმნიშვნელოდ მომატებული შეფარდებითი რისკი (OP=1.24), ქალებში, რომლებიც იყენებნ კპკ. გადაჭარბებული რისკი ნელ-ნელა კლებულობდა 10 წლის განმავლობაში კპკ გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. იმის გამო, რომ ძუძუს კიბო იშვიათად დიაგნოსტირდება 40 წლამდე ასაკის ქალებში, ამ დიაგნოზების გადაჭარბებული რაოდენობა ქალებში, რომლეიც იღებენ ან ბოლო დროს იღებდნენ კპკ, არის უმნიშვნელო, ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკთან შედარებით. მონაცემები რომლებიც მიღებულია მითითებულ კვლევებში, არ იძლევიან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეფასების საშუალებას.  მომატებული რისკის არსებული სურათი შეიძლება იყოს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოზის შედეგი კპკ მომხმარებლებში, კპკ ბიოლოგიური ეფექტების ან ორივე ფაქტორის კომბინაციის შედეგი. ძუძუს კიბო, რომელიც დიაგნოსტირდება ქალებში, რომლებიც იღებენ მოცემულ პრეპარატს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეფასების მიხედვით, წარმოადგენს ნაკლებად პროგრესირებადს, სიმსივნურ დაავადებებთან შედარებით, რომლებიც დიაგნოსტირდა ქალებში რონლებიც არსოდეს იღებდნენ მოცემულ პრეპარატს.  იშვიათ შემთხვევბში, პერორალი კონტრაცეპტივების გამოყენება იწვევდა ღვიძლის კეთილვისებიან სიმსივნეებს. ძალიან იშვიათად, პერორარული კონტრაცეპტივები დაკავშირებულია ავთვისებიანი სიმსივნეების ზოგიერთ ფორმასთან. ცალკეულ შემთხვევებში, მოცემული სიმსივნეები იწვევდა სიცოცხლისათვის საშიშ ინტრააბდომინურ სისხლდენას. აუცილებელია ღვიძლის სიმსივნის გათვალისწინება დიფერენციალური დიაგნოზის დასმისას მუცლის ზედა ნაწილებში მწვავე ტკივილის განვითარებისას, ღვიძლის გადიდებისას ან ინტრაბადომინალური სისხლდენის ნიშნებისას ქალებში რომლებიც იღებენ კპკ-ებს.  სხვა დაავადებები ქალებში ჰიპერტრიგლიცერიდემიის დიაგნოსტირებისას ან ოჯახურ ანამნეზში არსებობისას, მოცემული ფაქტი შეიძლება იყოს პანკრეტიტის განვითარების მომატებული რისკ-ფაქტორი, კპკ-ების მიღებისას.   აუცილებელია იმ ქალებზე დაკვირვება რომლებსაც აწუხებთ ჰიპერლიპიდემია, თუ მათ აირჩიეს კპკ. აღინიშნა არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება ბევრ ქალებში, რომლებიც იღებდნენ კპკ, თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი მატება აღინიშნა იშვიათად. მხოლოდ მოცემულ იშვიათ შემთხვებში კპკ-ს სწრაფი შეწყვეტა იყო საფუძვლიანი. თუ კპკ გამოყენებისას, მანამდე ასებული ჰიპერტენზიის პირობებში, მუდმივად მატულობს არტერიული წნევის მაჩვენებლები და არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მატება საკმარისად არ პასუხობს ანტიჰიპერტონული საშუალებებით მკურნალობაზე, კპკ-ების  მიღება უნდა შეწყდეს. შესაბამის შემთხვევბში, შეიძლება კპკ-ების განახლება, თუ არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწევა ჰიპოტენზიური თერაპიის საშუალებით.  მიუხედავად იმისა, რომ კპკ-ების გამოყენებასთან დაკავშირებული მონაცემები არ არის დამაჯერებელი, არსებობს მონაცემები ქვმოჩამოთვილი დაავადებების განვითარების ან გამწვავების შესახებ ორსულობის დროს და კპკ-ების გამოყენებისას: სიყვითლე ან/და ქავილი, რომელიც დაკავშირებულია ქოლესტაზთან; ნაღვლის ბუშტის ქვები; პორფირია; სისტემური წითელი მგლურა; ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, მცირე ქორეა, ორსულთა ჰერპესი, ოტოსკლეროზთან დაკავშირებული სმენის დაკრაგვა.  ქალებში, რომლებსაც აქვთ მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება და იღებენ ესტროგენებს, მათ შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები.  ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევები შეიძლება იყოს კპკ შეწყვეტის მიზეზი ღვიძლის ფუნქციის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებამდე. ქოლესტაზტთან დაკავშირებული ქოლესტაზური სიყვითლის ან/და ქავილის განმეორებითმა გამოვლენამ, რომელთა განვითარება გამოვლინდა ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების გამოყენების შემდეგ, მიგვიყვანა კპკ-ების მიღების შეწყვეტამდე.  მიუხედავად იმისა, რომ კპკ-ებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინოს ინსულინის მიმართ პერიფერიულ რეზისტენტობაზე და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, მონაცემები პრეპარატის მიღების სქემის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით პირებში, რომლებსაც აწუხებთ დიაბეტი და კპკ-ებს იღებენ დაბალი დოზებით, გამოვლენილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია იმ ქალებზე დაკვირვება, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, განსაკუთრებით კპკ-ების გამოყენების ადრეულ ეტაპებზე.  არსებობს მონაცამები კპკ-ების გამოყენებისას რეგიონული ენტერიტის და წყლულოვანი კოლიტის გამწვავების შესახებ.  იშვიათ შემთხვევბში შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში ორსულთა ლაქებით ანამნეზში. ქლოაზმის მიმართ მიდრეკილ ქალებში კპკ-ების გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის პირდაპირი სხივების და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება.   ქალებმა, რომლებსაც კპკ-ების გამოყენებისას განუვითარდათ მძიმე დეპრესია, უნდა შეწყვიტონ მოცემული პრეპარატების გამოყენება და მიმართონ ალტერნატიულ საშუალებებს, მანამ სანამ არ შეფასდება დეპრესიის სიმპტომების კპკ-ების გამოყენებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ანამნეზშიDდიდი დეპრესიული ეპიზოდების შემთხვევაში ქალებში, რომლებიც იყენებნ კპკ-ებს უნდა დაწესდეს რეგულარული დაკვირვება. დეპრესიის სიმპტომების განახლებისას კპკ გამოყენება უნდა შეწყდეს.  სამედიცინო გამოკვლევა/სამედიცინო კონსულტაცია ეთინილეტრადიოლის/ლევონორგესტრელის შემცველი პრეპარატის მიღების დაწყებამდე ან ხელახალ დანიშვნამდე, აუცილებელია პაციენტის საერთო ანამნეზის გათვალისწინება (მათ შორის ოჯახური ანამნეზი), ხოლო ორსულობა უნდა გამოირიცხოს. უნდა გახნორციელდეს არტერიული წნევის გასინჯვა და კვლევა უკუჩვენების გამოვლენის საგანზე (იხილეთ,,უკუჩვენებებია:”). ქალებს ასევე უნდა მიეცეთ რეკომენდაცია კარგად წაიკითხონ ინსტრუქცია და შეასრულონ მოცემული მითითებები. გამოკვლევის სიხშირე და საგანი დაფუძნებული უნდა იყოს დადგენილ კლინიკურ რეკომენდაციებზე თითოეული შემთხვევის დამოუკიდებლად გათვალისწინებით.  ეფექტურობის შემცირება კპკ-ების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტის გამოტოების, ღებინების ან დიარეის შემთხევაში (იხილეთ,,მიღების წესები და დოზირება”) ან თანმხლები სამკურნალო საშუალებების გამო (იხილეთ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”) ციკლის კონტროლის დაქვეითება ისევე როგორც ყველა კპკ-ების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს არარეგულარული სისხლდენა (ლაქოვანი გამონადენი ან შუალედური სისხლდლენა) განსაკუთრებით გამოყენების პირველი თვეების განმავლობაში. ამიტომ, ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასებას აზრი აქვს მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის განამვლობაში, დაახლოებით სამი ციკლის ხანგრძლივობით.  არარეგულარული სისხლდენის შენარჩუნებისას ან მისი განვითარებისას მანამდე არსებული რეგულარული ციკლების შემდეგ, რეკომენდებულია არაჰორმონული მეთოდების გამოყენება და დიაგნოსტიკის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ავთვისებიანი ახალწარმოანქმნის ან ორსულობის გამოსარიცხად. მოცემული ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს კურეტაჟს.  ზოგიერთ ქალში მოხსნის სისხლდენა შეიძლება არ გამოვლინდეს პერიოდის განმავლობაში ტაბლეტის მიღების გარეშე. თუ კპკ მიღება ხდება “მიღების წესები და დოზირების” განყოფილების რეკომედნაციის მიხედვით, მაშინ ორსულობის ალბათობა მცირეა. თუ კპკ მიღება არ ხორციელდება რეკომედნაციების მიხედვით პირველ გამოტოვილ მოხსნის სისხლდენამდე ან ორი მოხსნის სისხლდენის გამოტოვებისას, კპკ-ების მიღების განახლებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა.  პრეპარატი ტრი-რეგოლი, გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს და საქაროზას, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზის, ლაქტოზის აუტანლობასთან ან გლუკოზო-გალაქტოზურ მალაბსორბციასთან დაკავშირებული  იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ან პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფრუქტოზის ან საქარაზა-იზომალტაზის უკმარისობასთან, მოცემული პრეპარატი არ უნდა მიირონ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები