იცით უროტოლს რა უკუჩვენებები აქვს?

უროტოლის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; – შარდვის შეკავება; – მკურნალობას დაუქვემდებარებელი დახურულკუთხოვანი გლაუკომა; – მიასთენია გრავის; – მძიმე წყლულოვანი კოლიტი; – მეგაკოლონი; – 18 წლამდე ასაკი.  პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქვედა შარდგამომყოფი გზების გამოხატული ობსტრუქციის შემთხვევაში შარდვის შეკავების რისკთან დაკავშირებით, კნტ პერისტალტიკის დაქვეითების მომატებული რისკის, კნტ ობსტრუქციული დაავადებების (მაგალითად, კუჭის გასავლის სტენოზი), თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის (დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ-ს), ნევროპათიის, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები