იცით ქსეფოკამს რა უკუჩვენებები აქვს?

ქსეფოკამის უკუჩვენებებია:  მომატებული მგრძნობელობა/ალერგია ლორნოქსიკამის ან პრეპარატში შემავალი ერთ­ერთი კომპონენტისადმი; ანამნეზში აცეტილსალიცილის მჟავასადმი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი ჰიპერმგრძნობელობა; ჰემორაგიული დიათეზის ან სისხლის შედედების დარღვევების მქონე პირები, აგრეთვე, ისინი ვისაც გადატანილი აქვს არასრული ჰემოსტაზის ან სისხლის დაკარგვის რისკთან დაკავშირებული ოპერაციები; მწვავე სისხლდენები კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, არასპეციფიური წყლულოვალი კოლიტი; ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევა; თირკმლის ფუნქციების ზომიერი ან მძიმე დარღვევის მქონე პირები (შრატის კრეატინინის დონე > 300 მკმოლ/ლ); ჰიპოვოლემიის ან გაუწყლოვნების მქონე პირები; დამტკიცებული ან სავარაუდო ცერებრო­ვასკულარული სისხლდენის მქონე პირები; ბრონქული ასთმა; გულის უკმარისობა; სმენის დაქვეითება; გლუკოზო­6­ ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები