იცით ჰალოპერიდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰალოპერიდოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ჰალოპერიდოლის ხანმოკლე მიღებისას მცირე დოზებით (10-2მგ დღეში) გვერდითი ეფექტები იშვიათია, გამოახტულია სუსტად და შექცევადია. დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი ეფექტები უფრო ხშირია. მეტ-ნაკლებად ხშირია ნევროლოგიური ხასიათის გვერდითი მოქმედება . ექსპტაპირამიდული სიმპტომები: ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნეიროლეპტიკების დამახასიატებელი ნიშნები, ტრემორი, კუნთების რიგიდობა, გაძლიერებული ლორწოს გამოყობა, ბრდიკინეზია, ატაქსია, მწვავე კუნთოვანი დისტონია, ოკულოგირული კრიზი (ცრისის ოცულოგყრიცუს), ლარინგული დისტონია. ამ შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს პარკინსონისსაწინააღმდეგო პრეპარატები ანტიქონილრგული მოქმედების, მაგრამ არა პრევენციული თერაპიის სახით, რადგან მათი მიღება აქვეითებს ჰალოპერიდოლის ეფექტურობას. გვიანი დისკინეზია: როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალეებბის გამოყენებისას, აგრეთვე ჰალოპერიდოლის ხანგრძლივი მიღებისას აგრეთვე მისი მოხსნისას შეიძლება განვითარდეს გვიანი დისკინეზია. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის ან პირის უნებლიე რიტმული მოძრაობით. ზოგიერთ ავადმყოფს ეს სიმპტომები მუდმივად აღენიშნება. მათი შენიღბვა შეიძლება თერაპიის განახლებით, ჰალოპერიდოლის დოზის მოამტებით ან სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატზე გადასვლით. გვიანი დისკინეზიის მოვლენების განვითარებისას თერაპიის კურსი რაც შეიძლება ადრე უნდა შეწყდეს. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს): ანტიფსიზური საშუალებების გამოყენებამ, კერძოდ ჰალოპერიდოლმა შეიძლება გამოიწვიოს ანს. ეს იშვიათი იდიოსინკრაზია ხასიათდება ჰიპერთერმიით კუნთების გენერალიზებული რიგიდულობით, ვეგეტატური ლაბილობით და ავადმყოფის ცნობიერების დარღვებით. ჰიპერთერმია ხშირად ანს-ს ადრეული სიმპტომია. ანს სიმპტომბის გამოვლენისას ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ნეიროლეფსიური თერაპიის კურისს შეწყვეტა და  ინტენსიური დაკვირვების პირობებში დამხმარე თერაპიის დაწყება.  სხვა გვერდითი მოვლენები ცნს მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში არინიშნება დეპრესია, სედაცია, აჯიტირება, ძილიანობა, უზილობა, თავის ტკივილი, კონფუზიური მდგომაერობა, თავბრუსხვევა, დიდი ეპილეფსიური გულყრები და ფსიქოზური ნიშნების გაუარესება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება და დისპეფსიური მოვლენები. შესაძლებელია წონის როგორც მომატება, ისე დაკლება. ენდოკრინული სისტემა: ანტიფსიქოზური მოქმედების ნეიროლეპსიური საშუალების ჰორმონალური მოქმედება არის ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც იქვევს გალაქტორეას, გინეკომასტიას, ოლიგო ან ამენორეას. გამონაკლის შემთხვევებში აღინიშნა ჰიპოგლიკემია და ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დაქვეითება.  გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ზოგირთ შემთხვევაში აღინიშნა ტაქიკარდია და ჰიპოტონია. განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში-ეკგ ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება და/ან პარკუჭოვანი არითმიები, ძირითადად ჰალოპერიდოლის პარენტერული შეყვანისას. აღნიშნული დარღვევები აღინიშნა ავადმყოფებში, რომლებიც პრეპაარტის დიდ დოზებს იღებდნენ, ან მიდერკილნი იყვნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევებისკენ. სხვა გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლის ფორმიანი ელემენტების უმნიშვნელო, შექცევადი დაქვეითება. ძალიან იშვიათად აღნისნავდნენ აგრანულოციტოზს და თრომბოციტოპენიას, როგორც წესი ჰალოპერიდოლის სხვა პრეპარატებტან კომბინაციისას. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ღვიზლის ფუნქციის ცვლიელბები, ყველაზე ხშირად ქოლესტაზური. გამონაკლის შემთხვევებში აEღინიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები კანის გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანაფილაქსიისმ ფოტოსენსიბილიზაციისს ახით.  ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა შეკრულობა, მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე, შარდი შეკავება, პრიაპიზმი, ერექციის დარღვევა, პერიფერიული შეშუპება, გულძმარვა, სხეულის ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა. ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის შეტევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები