იცით ჰარტილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰარტილის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰარტილსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვეტილ უნდა იქნას ჰარტილის ტაბლეტების მიღება (პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან გამოძახებულ უნდა იქნას სასწრაფო დახმარების ბრიგადა): ♦ ხელების, ფეხების, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პაციენტს აქვს ძალიან მძიმე, შეშუპებითი ალერგიული რეაქცია. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. რის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენისას უნდა შეწყდეს ყველანაირი პრეპარატის მიღება, რომელიც შეიცავს აგფ-ინჰიბიტორებს. ჭინჭრის ციება ♦ ჭინჭრის ციება, ასევე, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის გამოვლინება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ♦ სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მთელ ტანზე გამოხატული გამონაყრის განვითარებისას. იშვითად აღინიშნება მძიმე გვერდითი მოვლენები. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მათგან ნებისმიერის განვითარებისას: ♦ პრეპარატის პირველი დოზის ან მაღალი დოზის პირველი მიღების შემდეგ, ან შარდმდენი საშუალებების დამატების დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი თავბრუსხვევა, უგუნებობა, გონების დაკარგვის გარდამავალი მდგომარეობა (ზოგიერთ პაციენტში, მაგალითად: მძიმე ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, სითხის ან ნატრიუმის დეფიციტის, თირკმელთა სისხლძარღვების ძლიერი შევიწროებისა და შარდმდენი თერაპიის დროს, პრეპარატის პირველი დოზის მიღებამ ან მომატებული დოზის პირველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი, შოკში გარდამავალი დაქვეითება); ♦ პირის და ხახის ლორწოვანი გარსების დაზიანება, მორეციდივე ინფექციები შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენების გამოხატულება სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: სიყვითლე, კანის ქავილი, თიხის ფერი განავალი, შარდის გამუქება, ძლიერი ცხელება (ეს სიმპტომები შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანებასა და/ან მექანიკურ სიყვითლეზე მიუთითებდეს); ♦ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება (ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს პანკრეატიტზე). ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენების გარდა, პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები ორგანოთა ცალკეული სისტემის მხრივ: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძირითადად, მკურნალობის კურსის დასაწყისში, სისხლძარღვთა გაფართოებისა და არტერიული წნევის დაცემის შედეგად – თუნდაც თუ ის არ არის საჭირო დონეზე ნაკლები – შეიძლება აღინიშნებოდეს მეხსიერების დაქვეითება (ზოგჯერ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით), რეაქციის შენელება, დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა. შესაძლებელია ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაცემა და თავბრუსხვევა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს), გულისრევა, ოფლიანობა, შუილი ყურებში, მხედველობის და სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, უძილობა, ძილიანობა და გონების დაკარგვა. იშვიათ შემთხვეველში შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა. ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს პერიფერიულ სისხლძარღვთა ფუნქციის მორეციდივე დარღვევა. ♦ ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, კორონარული არტერიების დაავადებების ან თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვების დროს, შეიძლება განვითარდეს სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა. ♦ თირკმლოვანი გვერდითი მოვლენები: პრეპარატ ჰარტილის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თირკმელების ფუნქცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა შეიძლება შარდის მოცულობის შემცირებისა და თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატების მიხედვით (შარდოვანისა და კრეატინინის დონე). პრეპარატის მიღების დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შარდის მოცულობის შემცირება. პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს არსებული პროტეინურია შეიძლება გაძლიერდეს, თუმცა თირკმელებით ცილის გამოყოფა შეიძლება, ასევე, შემცირდეს. ♦ კანი, სისხლძარღვები და ალერგიული რეაქციები: იშვიათად სახის მძიმე, ხახის და ხორხის შეშუპების შემთხვევების გარდა, შესაძლებელია კანის შემდეგი რეაქციები: წამოხურება კანის ზოგიერთ ადგილას, კონიუნქტივიტი, კანის ქავილი, ურტიკარული ელემენტები, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, რეინოს სინდრომის რეციდივი ან გამწვავება (სისხლმიმოქცევის დარღვევა თითებში). როგორც ყველა სხვა აგფ-ინჰიბიტორი, ჰარტილს შეუძლია გამოიწვიოს ფსორიაზისმაგვარი დარღვევები, კანის ფოტოსენსიბილიზაცია და ონიქოლიზი (ფრჩხილების დაშლა). ♦ შესაძლებელია ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ვასკულიტი, ცხელება და სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება. სუნთქვის ორგანოების მხრივ: ხშირად ვითარდება მშრალი ხველა. იგი ძლიერდება ღამით და მწოლიარე მდგომარეობაში, ხშირად აღინიშნება ქალებსა და არამწეველებში. გარდა ამისა, შესაძლებელია რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი და ქოშინი. კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, პირის ლორწოვანი გარსის მაღალი მგრძნობელობა ან ანთება, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ყაბზობა, გულის რევა და ღებინება, გასტრიტისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭში. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ნაღვლის შეგუბება, ხანდახან კი სიცოცხლისათვის საშიში ჰეპატიტი. სისხლის ფორმულა: შეიძლება მოხდეს ერითროციტების რიცხვისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება, ზოგჯერ ჰემოლიზური ანემიის შედეგად, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რიცხვის შემცირება. სხვა გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია წვივების შეშუპება, წონასწორობის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნება, შფოთვა, ტრემორი, ძილის დარღვევა, გაბრუება, უმადობა, გუნება-განწყობის დარღვევა, არასასიამოვნო შეგრძნებები, გემოვნების შეგრძნებების დაქვეითება ან დაკარგვა, კუნთების სპაზმი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება. ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: ამ პრეპარატის მიღების დროს თირკმლის ფუნქციის მახასიათებელმა პარამეტრებმა (სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა) და კალიუმის დონემ სისხლის შრატში შეიძლება მოიმატოს, ნატრიუმის დონე კი სისხლის შრატში შემცირდეს. შეიძლება მოიმატოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის ფერმენტების, ბილირუბინის დონემ; ალერგიული რეაქციების დროს შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების ზოგიერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება. ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება პათოლოგიური იმუნური რეაქციები (ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები). შეიძლება შემცირდეს ერითროციტების რიცხვი, ჰემოგლობინის დონე და, ასევე, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები