იცით ჰეპარინი ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰეპარინი ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია: – სისხლდენა – იშვიათად- ჰეპარინთან დაკავშირებული სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში (იშვიათად) თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად განვითარებული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.  – იშვიათად თრომბოციტოპენია. განსაზღვრულია ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის 2 ტიპი: I ტიპი არის ხშირი, საშუალო (როგორც წესი >50 X 109/ლ) და გარდამავალი, რომელიც ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 – 5 დღეში. II ტიპი ნაკლებად ხშირია მაგრამ, დაკავშირებულია ძლიერ თრომბოციტოპენიასთან (როგორც წესი <50 X 109/ლ). ეს წარმოადგენს იმუნომედიატორულ რეაქციას და ვითარდება ჰეპარინის გამოყენებიდან 1 კვირის შემდეგ (პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ ჰეპარინით). აღნიშნული რეაქცია დაკავშირებულია თრომბოციტების მიერ ანტისხეულებთან  აგრეგაციასთან და თრომბოემბოლიურ გართულებებთან, რომლებიც წინ უსწრებენ თრომბოციტოპენიის განვითარებას. საჭიროა ჰეპარინის გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა.  – არსებობს გარკვეული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰეპარინის გახანგრძლივებული მიღება შესაძლოა იწვევდეს თმის ცვენას (მრავალი თვის შემდეგ) და ოსტეოპოროზს. ძვლების მნიშვნელოვანი დემინერალიზაცია აღწერილია ქალებში, რომლებიც დღეში ღებულობდნენ ჰეპარინის 10.000 სე-ზე მეტს სულ მცირე 6 თვის განმავლობაში.  – ჰეპარინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოალდოსტერონიზმი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალიუმის დონის მომატება.  – იშვიათად შეიძლება განვითარდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერკალიემია თირკმლის ფუნქციის ქრონიკული უკმარისობით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. – იშვიათად ვითარდება ჰეპარინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი, რინიტი, ასთმა, ციანოზი, ტაქიპნოე, დათრგუნვის შეგრძნება, ცხელება, შემცივნება, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. ითვლება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი უფრო მეტად არის კონსერვანტი ნივთიერება, ვიდრე თვითონ ჰეპარინი. იშვიათად  – შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანება და კანის ნეკროზი. ჰეპარინით მკურნალობის დაწყებიდან 3-21 დღის განმავლობაში, ხშირია ინექციის ადგილას ერითემატოზული კვანძების, ინფილტრირებული და ზოგჯერ ეგზემის მსგავსი ფოლაქების წარმოქმნა.  – დაფიქსირებულია პრიაპიზმის შემთხვევა.  – შესაძლოა განვითარდეს შრატის ტრანსამინაზების მომატება და როგორც წესი, იკლებს ჰეპარინის შეწყვეტასთან ერთად. ჰეპარინის გამოყენება დაკავშირებულია პლაზმაში ლიპოპროტეინ ლიპაზას გამოთავისუფლებასთან; ჰიპერლიპიდემია გაივლის ჰეპარინის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები