იცით ჰიპოთიაზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ჰიპოთიაზიდის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰიპოთიაზიდსაც® ახასიათებს გვერდითი მოვლენები. ჰიპოთიაზიდის® მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალციემია და ჰიპოქლორემია, ალკალოზი, რომლებიც გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: სიმშრალე პირის ღრუში. წყურვილის გრძნობა, არითმიები, ხასიათის შეცვლა, კუნთების სპაზმი და ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა ან სისუსტე.  იშვიათად შეილება გამოვლინდეს: ჰიპონატრიემია (გონების არევა, კრუნჩხვა, აზროვნების შენელება, დაღლილობა, აგზნება, კუნთების სპაზმი), ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია და პოდაგრის შეტევა. ჰიპოთიაზიდის® მიღებამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზის ამტანობა, ამის გამო სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს შაქრის დონე. პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას სისხლის შრატში შეიძლება გაიზარდოს ლიპიდების შემცველობა.  შეიძლება გამოვლინდეს ქოლეცისტიტი ან პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, დიარეა, შეკრულობა, ანორექსია; ორტოსტატული ჰიპოტენზია, ვასკულიტი; თავბრუსხვევა, დროებითი არამკვეთრი მხედველობა, თავის ტკივილი, პარესთეზია. ძალიან იშვიათად შეილება აღინიშნოს ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება, პურპურა, ნეკროზული ვასკულიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რესპირატორული დისტრესის სინდრომი (პნევმონიტის და ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება), მომატებული ფოტომგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, შოკი.  შეიძლება აღინიშნოს სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება, თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გაგირთულდათ ან გაგიუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრეპარატით მკურნალობის გაგრძელების შესახებ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები