იცით 5-ფტორურაცილი – ებევეს რა უკუჩვენებები აქვს?

5-ფტორურაცილი – ებევეს უკუჩვენებებია: – ჰიპერმგრძნობელობა ფტორურაცილის და / ან ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; – მიელოსუპრესია; – სერიოზული გადახრები სისხლის მაჩვენებლების ნორმიდან; – სისხლდენა; – მძიმე თირკმლის და (ან) ღვიძლის დისფუნქცია; – მწვავე, მძიმე ინფექციები (როგორიცაა სარტყლისებრი ლიქენი, ჭუტყვავილა); – სტომატიტი; – პირის ღრუს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაწყლულებები; – ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი; – საერთო მძიმე მდგომარეობა; – ორსულობა, ლაქტაცია. ფტორურაცილის გამოყენება დაუშვებელია ბრივუდინთან, სორივუდინთან და მათ ანალოგებთან კომბინაციაში, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ფტორურაცილის დამშლელ დიჰიდროპირიმიდინდეჰიდროგენაზას (დპდ) მძლავრ ინჰიბიტორებს. პაციენტებში დპდ-ს უკმარისობით ფტორურაცილის ჩვეულებრივი დოზები ახდენენ გვერდითი ეფექტების გაძლიერების პროვოცირებას. სერიოზული არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში შეიძლება იყოს ნაჩვენები დპდ-ს აქტივობის მონიტორინგი. პაციენტებში დპდ-ს უკმარისობით ფტორურაცილის გამოყენება დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები