ლოპერამიდი და კალციუმი. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ლოპერამიდი (იმოდიუმი) – ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ფაღარათის სამკურნალოდ. იყიდება რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელებით. ის ამცირებს მოტორიკას და ამშვიდებს ნაწლავს, ამიტომ პაციენტი ნაკლებად გადის ტუალეტში. უნდა აღინიშნოს, რომ ლოპერამიდის გამოყენება არ შეიძლება, თუ ფაღარათი დაკავშირებულია ინფექციასთან (ანუ როდესაც ადგილი აქვს ცხელებას, შემცივნებას, ცუდ თვითშეგრძნებას). ასეთ შემთხვევაში მიკრობები დაყოვნდებიან ნაწლავში, რასაც თან მოსდევს ინფექციის დამძიმება.

კალციუმი – შედის ორი არარეცეპტურული პრეპარატების ჯგუფის შემადგენლობაში:

  1. პრეპარატები ძვლისთვის (D ვიტამინთან კომბინაციაში). მას იყენებენ ქალები მენოპაუზის შემდეგ, რათა შემცირდეს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.
  2. ანტაციდები (პრეპარატები დამწვრობისთვის) – კალციუმი შედის ზოგიერთი წამლის შემადგენლობაში, რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის მჟავიანობას.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ლოპერამიდის ძირითადი მოქმედებაა – ნაწლავის მოტორიკის შენელება, კალციუმს კი აქვს ანალოგიური გვერდითი ეფექტი. ამიტომ, მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს მკაფიოდ გამოხატული მტკივნეული  ყაბზობა.

როგორ მოვიქცეთ

თუ დაიწყეთ ლოპერამიდის მიღება ფაღარათის სამკურნალოდ, შეისვენეთ კალციუმის პრეპარატის მიღებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაღარათი შეიძლება შეიცვალოს ყაბზობით.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა