ლუმინალი (ფენობარბიტალი) LUMINALUM (PHENOBARBITALUM) ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლუმინალი (ფენობარბიტალი)  –  უკუნაჩენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში (შესაძლებელია ტერატოგენული მოქმედება). ორსულებში მიღება ნაჩვენებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით, თუ სხვა საშვალებების გამოყენება შეუძლებელია. რეტროსპექტრულმა კონტროლირებადმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბარბიტურატების მიღება ორსულებში იწვევდა ნაყოფის ანომალიების გახშირებას. ახალშობილებში, რომელთა დედებიც ორსულობის მესამე ტრიმესტრში იღებდნენ ფენობარბიტალს, ვითარდებოდა ფიზიკური დამოკიდებულება და მოხსნის სინდრომი (არის მონაცემები მოხსნის სინდრომის მწვავე განვითრებაზე, რაც გამოვლინდა ეპილეპტიკურ გულყრებში და ძლიერ აგზნებაში მშობიარობისთანავე  ან 14 დღეში,იმ ახალშობილებში რომლებიც განიცდიდნენ ბარბიტურატების ხანგრძლივ მოქმედებას მუცლადყოფნის პერიოდში). არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ კრუნჩხვის საწინააღმდეგოდ ფენობარბიტალის მიღება ორსულებში  იწვევს ახალშობილებში სისხლის შედედებაში დარღვევებს  (დაკავშრებული K ვიტამინის ნაკლებობასთან), რაც  თავის მხრივ იწვევს სისხლისდენას ნეონატალურ პერიოდში (ჩვეულებრივ მშობიარობის პირველ დღეებში). მშობიარობის დროს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით დღენაკლულებში (რაც დაკავშრებულია ღვიძლის არასრულყოფილ განვითარებასთნ). მკურნალობის დროს საჭიროა ძუძთი კვების შეწყვეტა (აღწევს დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს ცნს–ის დათრგუნვა ძუძუთი ბავშვებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი