ნაკომი / Nakom ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაკომი – ორსულობა და ძუძუთი კვება: პრეპარატი ნაკომის® ზეგავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე გამოკვლეული არ არის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში მიღებულია მონაცემები იმის შესახებ, რომ ლევოდობა, ასევე, კარბიდოპასა და ლევოდოპას კომბინაცია კურდღელებში ვისცერალური ორგანოებისა და ჩონჩხის მანკების განვითარებას იწვევდა. ამიტომ რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატი ნაკომის® დანიშვნისას მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა შეაფასოს მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და შესაძლო რისკი ორსულობის შემთხვევაში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა კარბიდოპა დედის რძესთან ერთად. პარკინსონით დაავადებული ერთი მეძუძური პაციენტის დედის რძეში ლევოდოპა იყო აღმოჩენილი. იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევე ის, რომ არსებობს ახალშობილებში გამოხატული გვერდითი რეაქციების რისკი, დედისთვის თერაპიის მნიშვნელობის შეფასებისას მიიღება გადაწყვეტილება პრეპარატი ნაკომის® მიღების შეწყვეტის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი