ნაროპინი – NAROPIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნაროპინი – ფეხმძიმობა და ლაქტაცია: ფეხმძიმობა როპივაკაინის გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და აგრეთვე მისი ტერატოგენული ეფექტი არ არის გამოვლენილი. ქალებში ნაყოფის განვითარებაზე როპივაკაინის შესაძლებელი მოქმედების შეფასების მიზნით კვლევები ჩატარებული არ არის. ფეხმძიმობის დროს ნაროპინის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გამართლებულია კლინიკური სიტუაციით (მეანობაში ანესთეზიისათვის ან ანალგეზიისათვის პრეპარატის გამოყენება კარგად არის დასაბუთებული). კვლევები პრეპარატის მოქმედების შესახებ რეპროდუქციულ ფუნქციაზე ჩატარდა ცხოველებზე. ვირთაგვებზე კვლევის დროს როპივაკაინმა არ გამოავლინა გავლენა რეპროდუქციაზე ორ თაობაში. ფეხმძიმე ვირთაგვებში პრეპარატის მაქსიმალური დოზის შეყვანის დროს აღინიშნებოდა შთამომავლობის სიკვდილიანობის გაზრდა მშობიარობის შემდეგ პირველ სამ დღეში, რაც შესაძლოა აიხსნას დედაზე როპივაკაინის ტოქსიკური ეფექტით, რაც იწვევს დედობრივი ინსტინქტის დარღვევას. ბოცვრებზე და ვირთაგვებზე ტერატოგენურობის კვლევამ არ გამოავლინა ორგანოგენეზსა ან ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზე როპივაკაინის გვერდითი ეფექტები. აგრეთვე, პრეპარატის მაქსიმალურად ამტანი დოზის მიღების დროს ვირთაგვებზე პერინატალური და პოსტნატალური კვლევების მსვლელობაში გვერდითი ეფექტები ნაყოფის განვითარების ბოლო სტადიაზე, სამშობიარო ქმედებაზე, ლაქტაციაზე, სიცოცხლისუნარიანობაზე ან შთამომავლობის ზრდაზე არ აღინიშნა. როპივაკაინის ბუპივაკაინთან პერინატალური და პოსტნატალური შედარებითი კვლევების მსვლელობაში ნაჩვენებია, რომ როპივაკაინისგან განსხვავებით ბუპივაკაინის ტოქსიკური გავლენა აღინიშნა პრეპარატის მნიშვნელოვნად დაბალი დოზების დროს და სისხლში შეუკავშირებელი ბუპივაკაინის უფრო დაბალი კონცენტრაციის დროს. ლაქტაცია დედის რძეში როპივაკაინის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა შესწავლილი არ არის. ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე პრეპარატის დოზა, რომელსაც იღებენ ახალშობილები შეადგენს დედისთვის შესაყვანი დოზის დაახლოებით 4% (რძეში პრეპარატის კონცენტრაცია/პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია). როპივაკაინის საერთო დოზა, რომელიც მოქმედებს ბავშვზე ლაქტაციის პერიოდში, მნიშვნელოვნად დაბალია დოზაზე, რომელიც შეიძლება მოხვდეს ნაყოფში მშობიარობის დროს დედისთვის მისი შეყვანის შემთხვევაში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დედისათვის პოტენციური სარგებლობის და ჩვილისათვის შესაძლო რისკის შეფარდების განსაზღვრა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი