ნებეტა / Nebeta ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნებეტა –  ნებივოლოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები ორსულობის მიმდინარეობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილებზე. ზოგადად, ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რაც იწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას, აბორტს ან ნაადრევ მშობიარობას. გარდა ამისა, ნაყოფში და ახალშობილებში შესაძლებელია განვითარდეს არასასურველი მოვლენები, მაგალითად ჰიპოგლიკემია ან ბრადიკარდია. ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში აუცილებლობის შემთხვევაში ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება ბეტა1-სელექტიურ ადრენობლოკატორებს. ნებივოლოლის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა უტეროპლაცენტური სისხლის მიმოქცევისა და ნაყოფის ზრდა-განვითარების მუდმივი მონიტორინგი. თუ დედა იღებდა ბეტა-ბლოკერებს საჭიროა ახალშობილის დეტალური მონიტორინგი. ჩვეულებრივ, ჰიპოგლიკემიისა და ბრადიკარდიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღის განმავლობაში. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნებივოლოლი გამოიყოფა დედის რძით. ბეტა-ადრენობლოკატორების უმრავლესობა, განსაკუთრებით ლიპოფილური სუბსტანციები, როგორიცაა ნებივოლოლი და მისი აქტიური მეტაბოლიტები, სხვადასხვა რაოდენობით გადადიან დედის რძეში. ამიტომ პრეპარატის დანიშვნა ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი