ონბრეზ ბრიზჰაილერი / ONBREZ BREEZHALER ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ონბრეზ ბრიზჰაილერი – გამოყენება ორსულობისა ანდა ძუძუთი კვებისას ორსულობა კლინიკური მონაცემები ონბრეზ ბრიზჰაილერის მოქმედების შესახებ ორსულობისას ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტ-ქალებში არ არსებობს. პოტენციური რისკი უცნობია. რადგანაც შესაბამისი კვლევები სათანადო კონტროლისას ორსული ქალების მონაწილეობით არ ტარდებოდა, ინდაკატეროლის მიღება ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. საშვილოსნოს შეკუმშვები და მშობიარობა როგორც ბეტა2-ადრენორეცეპტორების სხვა აგონისტები, ინდაკატეროლიც თრგუნავს სამშობიარო მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ კუნთზე მოდუნებადი მოქმედების შედეგად. ძუძუთი კვების პერიოდი უცნობია, აღწევს თუ არა ინდაკატეროლი ადამიანის ძუძუს რძეში. რადგანაც ძალიან ბევრი სამკურნალწამლო საშუალება აღწევს დედის რძეში, მათ შორის სხვა ბეტა2-ადრენერგიული საინჰალაციო პრეპარატი, ონბრეზ ბრიზჰაილერის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება ბავშვისთვის  პოტენციურ რისკს. ფერტილობა ინდაკატეროლის რეპროდუქტიულ სისტემაზე მოქმედების კვლევამ არ გამოავლინა ფერტილობის საფრთხე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი