პროპიცილი – PROPYCIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

პროპიცილი –  ♦ როგორც თირეოტოქსიკოზი, ასევე ჰიპოთირეოზი ორსულ ქალებში ასოცირდება სპონტანურ აბორტთან, მკვდარშობადობასთან და ანომალიების განვითარებასთან. ♦ პროპილთიოურაცილით გამოწვეული ანომალიების განვითარების რიცხვი არ განსხვავდება სპონტანურად განვითარებული ანომალიების სიხშირისაგან. ♦ პროპიცილის დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე, რათა არ გამოიწვიოს მუცლის მოშლა, აგრეთვე ნაყოფის ჰიპოთირეოზისა და ჩიყვის განვითარება. ♦ ორსულობის ბოლო ტრიმესტში ხშირად აღინიშნება თირეოტოქსიკოზის გამოხატულების სპონტანური შემცირება. ♦ ორსულებში ანტითირეოიდული საშუალებებით  მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი მეთვალყურეობით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე უნდა იმყოფებოდეს ნორმის ზედა ზღვარზე, ხოლო თირეოტროპინის დონე ნორმის ქვემოთ. ♦ ლაქტაციის პერიოდში პროპილთიოურაცილი ითვლება არჩევის პრეპარატად, ვინაიდან მისი კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს მხოლოდ 1/10-ს, დედის სისხლის შრატის დონესთან შედარებით, ამასთან საჭიროა ახალშობილზე  სპეციალური დაკვირვება, ვინაიდან არსებობს მონაცემები ჰიპოთირეოზის განვითარების ცალკეული შემთხვევების  შესახებ. ♦ ორსულობისა და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის არსებობის შემთხვევაში პროპიცილი ინიშნება მხოლოდ მონოთერაპიის სახით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი