რა დროს გამოიყენება ავეზოლი?

ავეზოლის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: – სასუნთქი სისტემის ინფექციები, ბრონქიტის, პნევმონიის, ფილტვის აბსცესისა და პლევრის ემპიემის ჩათვლით;  – ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები, მათ შორის შუა ყურის მწვავე ანთება, ტონზილიტი;  – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის დაინფიცირებული დამწვრობა და ჭრილობა; – ძვლებისა და სახსრების ინფექციები, ოსტეომიელიტის ჩათვლით;  – სეფსისი; – მასტიტი; – ბაქტერიული ენდოკარდიტი; – პერიტონიტი;  – სანაღვლე გზების ინფექციები; – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გონორეა, სიფილისი;  – შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის ჩათვლით; – გინეკოლოგიური ინფექციების პროფილაქტიკა;  – ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი