რა დროს გამოიყენება ასისტი?

ასისტის გამოყენების ჩვენებებია: სასუნთქი სისტემის დაავადებები და მდგომარეობები მიმდინარე ბლანტი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნით: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი; პნევმონია; ბრონქოექტაზია; ბრონქიოლიტი; მუკოვისციდოზი; ლარინგიტი; მწვავე და ქრონიკული სინუსიტი; ოტიტი; ბლანტი ნახველის მოშორება პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის დროს. სისტემური გამოყენება ასისტი 300 მგ/3მლ (10%) ხსნარის ამპულების ადგილობრივი გამოყენება ნაჩვენებია: აცეტამინოფენით გამოწვეული ჰეპატოტოქსიურობის პრევენცია; მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ქრონიკული ასთმური ბრონქიტები, ემფიზემა, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქოექტაზია, ფილტვის ატელექტაზი, ფილტვის ტუბერკულოზთან დაკავშირებული ბრონქული კატარი, სეკრეტის გამოყოფის გაძნელება, რომელიც დაკავშირებულია ტურბერკულოზური კავერნის არასაკმარის დრენაჟთან; ქირურგიულ პროცესებთან დაკავშირებული ბრონქო-პულმონალური დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა; ტრაქეოსტომიასთან დაკავშირებული და ობსტრუქციული გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; მომზადება ზოგიერთი პროცედურისთვის, როგორიცაა ბრონქოსკოპია, ბრონქოგრაფია, ბრონქოასპირაცია. ბავშვები: ცისტური ფიბროზები და ნეონატალური ასფიქსიის ზოგიერთი ფორმა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი