რა დროს გამოიყენება იბუფენი?

იბუფენის გამოყენების ჩვენებებია: იბუფენი – სუსპენზიას გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. იგი ამცირებს ისეთი სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა: სხეულის მომატებული ტემპერატურა, ტკივილი და შეშუპება, მათი გამოვლენის ადგილზე ზემოქმედებით. პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების მიერ.  იბუფენი ინიშნება ჩვილებში და ბავშვებში შემდეგ შემთხვევებში: • სხეულის სხავადასხვა გენეზის ტემპარატურის მომატება შემდეგ შემთხვევებში:  – გაციება, – მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, – გრიპი, – ანგინა (ფარინგიტი), – სხეულის ტემპარატურის მომატებით მიმდინარე ბავშვთა ინფექციები, – ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები, • სხავდასხვა წარმოშობის სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: – კბილის ტკივილი კბილების მტკივნეული ამოსვლისას – თავის ტკივილი, შაკიკი, – ტკივილი კუნთებში და სახსრებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების შედეგად. – ყურის ტკივილი შუა ყურის ანთების დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი