რივოტრილი / RIVOTRIL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

რივოტრილი –  ფეხმძიმობა კლონაზეპამი გადის პლაცენტარულ ბარიერში. ცხოველებზე კველევბში დაფიქსირებულია ნაყოფზე არასასურველი გავლენა (იხ. პრეკლინიკური მონაცემები); თუმცა, ადამიანებში კონტროლირებული კვლევები  ჩატარებული არ არის. ამ გარემოებების გათვალისწინებით წამლის დანიშვნა ფეხმძიმე ქალებში ხდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. მაღალი დოზებით დანიშვნამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ან მშობიარობის დროს შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის გულის ცემის დარღვევა და ჰიპოთერმია, კუნთების ტონუსის შემცირება (დუნე ჩვილის სინდრომი), მსუბუქი რესპირატორული დეპრესია და ახალშობილებში წოვის უნარის დაქვეითება. უნდა გვახსოვდეს, რომ თავად ფეხმძიმობა და მკურნალობის მყისიერი შეწყვეტა შესაძლოა იყოს ეპილეფსიის გამწვავების მიზეზი. ძუძუთი კვება რძეში გადასვლის გამო, რივოტრილი მეძუძურ ქალებში არ გამოიყენება. გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი