საგულე ასპირინი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

საგულე ასპირინი – არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური პრეპარატი. მისი გამოყენება საშუალებას იძლევა რამდენჯერმე შემცირდეს სიკვდილი ინფარქტის და სტენოკარდიის დროს. საგულე ასპირინი (ასპირინი დაბალ დოზებში) ამუხრუჭებს ნივთიერება თრომბოქსანის პროდუქციას, რომელიც ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას. შედეგად თრომბის განვითარების პროცესი ნელდება.

ყველაზე გავრცელებული ტკივილგამაყუჩებლებია – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ: იბუპროფენი). ისინი ბლოკავენ პროსტაგლანდინების სინთეზს, რომლებიც იწვევენ ანთებას და ტკივილს. ამიტომ, აასს ძალიან ეფექტურია პრაქტიკულად ყველა სახის ტკივილის დროს (თავის, სახსრის, კუნთის და სხვა).

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

პირველ რიგში, საგულე ასპირინსაც და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებასაც აქვთ გვერდითი ეფექტები კუჭის ლორწოვანის მიმართ; ამიტომ ერთდროულად მუდმივი მიღების დროს შეიძლება გამოიწვიონ  წყლული ან სისხლდენა კუჭიდან.

ასევე,  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები კონკურენციას უწევენ ასპირინს ერთი და იგივე ფერმენტისთვის. თუმცა, ამასთანავე ისინი ბლოკავენ უფრო ცუდად, ვიდრე ასპირინი. ამიტომ, ერთდროული მიღებისას შეიძლება მოხდეს საგულე ასპირინის ეფექტურობის შემცირება.

როგორ მოვიქცეთ:

  1. ნუ მიიღებთ ამ მედიკამენტებს უზმოდ
  2. მიიღეთ აასს საგულე ასპირინის შემდეგ ან 30წთ-ის შემდეგ, ან 8 სთ-ით ადრე
  3. თუ იღებთ საგულე ასპირინს, შეეცადეთ არ მიიღოთ აასს საერთოდ. ტკივილის დროს ბევრ შემთხვევაში ეხმარება პარაცეტამოლი, რომელიც არ ურთიერთქმედებს ასპირინთან

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა