სერეტიდი დისკუსი / SERETIDE DISKUS ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სერეტიდი დისკუსი –   პრეპარატების გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფის და ბავშვის პოტენციურ რისკს. არსებობს არასაკმარისი გამოცდილება სალმატეროლის ქსინაფოატის და ფლუტიკაზონის პროპიონატის გამოყენების შესახებ, ადამიანის ორსულობის და ლაქტაციის დროს. რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები ცხოველებში, ერთი პრეპარატის ან კომბინაციის სახით, ავლენდა ნაყოფზე ეფექტებს, რომელიც მოსალოდნელი იყო ბეტა-2 ადრენორეცეპტორების აგონისტების და გლუკოკორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული სისტემური ექსპოზიციისას. ამ კლასის პრეპარატების ექსტენსიურმა კლინიკურმა გამოცდილებამ არ გამოავლინა მტკიცებულება, რომ ეფექტები რელევანტურლია თერაპიული დოზებით. სალმეტეროლის ქსინაფოატი ან ფლუტიკაზონის პროპიონატი არ ავლენდა გენოტოქსიკურობის პოტენაციალს. სალმეტეროლის და ფლუტიკაზონის პროპიონატის კონცენტრაციები პლაზმაში, თერაპიული დოზების ინჰალაციის შემდეგ, ძალიან დაბალია და აქედან გამომდინარე ლაქტატში კონცენტრაციაც მცირეა. ამ ვარაუდს ამყარებს ცხოველებზე კვლევები, რომელთა დროსაც ლაქტატში აღინიშნა მედიკამენტების დაბალი კონცენტრაცია. მონაცემები ქალის ლაქტატთან დაკავშირებით არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი