სინგულარი / SINGULAIR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სინგულარი – გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ორსულობა.  ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს ორსულობაზე ან ემბრიონულ/ფეტალურ განვითარებაზე მავნე ზემოქმედებას.  ორსულობასთან დაკავშირებული მონაცემების არსებული ბაზის მიხედვით არსებული შეზღუდული ინფორმაცია არ უჩვენებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს პრეპარატ სინგულარის მიღებასა და მალფორმაციის (როგორიცაა კიდურების დეფექტები) განვითარებას შორის, რომლის შესახებაც იშვიათად ქვეყნდებოდა ცნობები გამოყენების საერთაშორისო პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.  სინგულარის მიღება შეიძლება ორსულობის პერიოდში მხოლოდ უკიდურესად დიდი აუცილებლობის დროს.  ძუძუთი კვება ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ მონტელუკასტი რძეში გადადის.  უცნობია, აღწევს თუ არა მონტელუკასტი ქალის რძეში.  სინგულარის მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში მხოლოდ მაშინ, თუ მისი გამოყენება უპირობოდ აუცილებელია. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი