სუპრასტინი® – SUPRASTIN® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

სუპრასტინი® –  პრეკლინიკური გამოკვლევები პრეკლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. გამოკვლევები ადამიანებში არ არის ჩატარებული ორსულ ქალებში ადექვატური, სათანადო და კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის გამოყენების შესახებ. თუმცა, აღწერილია შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იმ ახალშობილების თვალის ბროლის უკან, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ორსულობის ბოლო ორი კვირის მანძილზე. შესაბამისად, სუპრასტინის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრისა და ბოლო თვის განმავლობაში, შესაძლებელია მხოლოდ რისკისა და სასარგებლო ეფექტის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ. ძუძუთი კვების დროს სუპრასტინის გამოყენების ადექვატური, კარგად კონტროლირებადი კვლევების მონაცემთა უქონლობის გამო, მისი დანიშვნა არ შეიძლება მეძუძური დედებისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი