ტარკა – TARKA ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტარკა –  ტარკას გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. ორსულობის პერიოდში ტარკას უსაფრთხო გამოყენება არ დასტურდება. ამას გარდა, იყო შემთხვევები ფილტვების ნეონატალური ჰიპოპლაზიის, მუცლად ყოფნის დროს ნაყოფის განვითარების შეჩერების, ღია არტერიული სადინარისა და ქალას ჰიპოპლაზიის შესახებ, როგორც ნაყოფზე აგფ ინჰიბიტორების მოქმედების შედეგი. ეპიდემილოგიური მონაცემები ტერატოგენურობის რისკის განვითარების შესახებ, გამოწვეული აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედებით ორსულობის I ტრიმესტრის დროს, არ იყო დამაჯერებლი; ამას გარდა, რისკის უმნიშვნელო გაზრდა არ შეიძლება გამორიცხული იყოს. პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, აუცილებელია შეცვალონ აღნიშნული პრეპარატი სხვა ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებით, ორსულობისას უსაფრთხო გამოყენების პროფილი, რომელიც დადგენილია, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა აგფ ინჰიბიტორების თერაპიის გაგრძელება აუცილებელია. ორსულობის დადგენისას აუცილებელია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა. ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრის დროს, შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში ფეტოტოქსიურობა (თირკმელების ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიონი, ქალას ოსიფიკაციის შეჩერება) და ნეონატალური ტოქსიკურობა (თირკმელის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია). ტრანდორაპრილის გამოყენებისას ორსულობის II ტრიმესტრში აუცილებელია ჩატარდეს თირკმელების ფუნქციისა და ქალის ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ჩვილები, რომელთა მშობლები იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იყვნენ გასინჯულნი არტერიული ჰიპოტენზიის გამოვლენის შემთხვევაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი