ტაფლობესტი / TAFLOBEST ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტაფლობესტი – ფერტილობა,  რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ რეპროდუქციული ასაკის/პოტენციალის მქონე ქალებში, თუ გამოყენებული არ იქნება ადექვატური კონტრაცეფციული ზომები.  ორსულობა არარსებობს ადექვატური მონაცემები ტაფლუპროსტის ორსულ ქალებში გამოყენებაზე. ტაფლუპროსტს შეიძლება ჰქონდეს დამაზიანებელი ფარმაკოლოგიური ეფექტი ორსულობაზე ან/და ნაყოფზე/ახალშობილზე. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. აქედან გამომდინარე, ტაფლობესტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს, უკიდურესი აუცილებლობის გარდა (როდესაც სხვა მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის).  ძუძუთი კვება უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლაქტატში ტაფლუპროსტი ან მისი მეტაბოლიტები. ვირთაგვების კველვებმა აჩვენა ტაფლუპროსტის ან/და მისი მეტაბოლიტების ექსკრეცია რძეში ადგილობრივი გამოყენების შემდეგ. აქედან გამომდინარე ტაფლუპროსტი არ უნდა გამოიყენონ ძუძუთი კვების დროს.  ფერტილობა ტაფლუპროსტის 100mგ/კგ/დღეში ინტრავენურად გამოყენებისას მდედრ და მამრ ვირთაგვებში გამრავლების შესაძლებლობა და ფერტილობა არ დაზიანდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი