ტორადოლი – TORADOL ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტორადოლი –  ორსულობისას ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი გადაწონის ნაყოფისთვის არსებულ შესაძლო რისკს. მშობიარობის პირველი და მეორე პერიოდში ტორადოლი უკუნაჩვენებია, ვინაიდან პროსტაგლანდინების ინჰიბიციით მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და შეასუსტოს საშვილოსნოს კუმშვადობა, რაც ზრდის საშვილოსნოდან სისხლდენების რისკს. ძუძუთი კვებისას ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი გადაწონის ნაყოფისთვის არსებულ შესაძლო რისკს. ბოცვრებსა და ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით, როდესაც კეტოროლაკ ტრომეტამინის გამოყენებული დოზები ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენდნენ დედლებზე, პრეპარატის ტერატოგენობის ნიშნები არ გამოვლენილა. ვირთხებში აღინიშნა ორსულობის პერიოდის გახანგრძლივება და გვიანი მშობიარობა. კეტოროლაკის დაახლოებით 10% გადის პლაცენტარულ ბარიერს. მცირე კონცენტრაციებში იგი აღმოჩენილია დედის რძეში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი