ტორას-დენკი 10 / Toras-Denk 10 ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ტორას-დენკი 10 – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:  ორსულობა: არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ეფექტს ახდენს ტორას-დენკ 10 ნაყოფზე.  ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტორას-დენკ 10-ის აქტიურ ინგრედიენტს არ მოუხდენია ემბრიოტოქსიკური ეფექტი. მაგრამ აქტიური ინგრედიენტის მაღალი დოზის შეყვანისას გამოვლინდა ემბრიოტოქსიკური ეფექტი როგორც ცხოველის ნაყოფში, ასევე მათ დედებშიც. მანამდე, სანამ ტორას-დენკ 10-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, არ შეიძლება მისი დანიშვნა ორსულობის დროს, თუ რა თქმა არ იქნება ამის აუცილებელი სამედიცინო ჩვენება. შესაძლებელია დაინიშნოს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა.  შესაბამისად, თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.  ლაქტაციის პერიოდი: არ მოიპოვება მონაცემები გადადის თუ არა ტორას-დენკ 10-ის აქტიური ნივთიერება – ტორასამიდი, ადამიანის ან ცხოველის რძეში. შესაბამისად ტორას-დენკ 10-ის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.  თუ მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ტორას-დენკ 10-ის დანიშვნას ლაქტაციის პერიოდში, ასეთ შემთხვევაში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი