ჰარტილი ® – HARTIL ® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ჰარტილი ® –  ჰარტილი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, ამიტომ მისი მიღების დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. პრეპარატ ჰარტილის მიღებისას საჭიროა დაორსულების პროფილაქტიკა კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდის გამოყენებით. თუ დაგეგმილია ბავშვის ჩასახვა პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია ორსულობის დადგომამდე, რადგან აუცილებელი იქნება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შეცვლა და იმ საშუალების მიღება, რომელიც არ შეიცავს აგფ-ინჰიბიტორს. თუ ორსულობა დადგება პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად (ყოველ შემთხვევაში – პირველი ტრიმესტრის დამთავრებამდე) მისი შეცვლა პრეპარატით, რომელიც არ შეიცავს აგფ-ინჰიბიტორს ნაყოფის დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად. არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი