Author Archives: preparatebi

ვარფარინი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ვარფარინი – არის პრეპარატი, რომელიც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს. ის ამცირებს სისხლის შედედების ცილა-ფაქტორების წარმოქმნას. ამიტომ, სისხლი თხიერდება და მცირდება თრომბის წარმოქმნის რისკი. ყველაზე ხშირად ვარფარინს ნიშნავენ მოციმციმე არითმიის დროს, რომლის დროსაც გულში წარმოიქმნება თრომბები, რომლებიც შეიძლება დაიძრას თავის ტვინისკენ და გამოიწვიოს ინსულტი.

მთავარი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ვარფარინის ზედოზირების დროს იზრდება სისხლდენების და ქალაშიდა სისხლჩაქცევების რისკი.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

სისხლის შედედების უნარის დაქვეითება – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ცნობილი გვერდითი ეფექტია. ამიტომ აასს-ის კომბინაცია ვარფარინთან მნიშვნელოვნად ზრდის საშიში სისხლდენების რისკს.

როგორ მოვიქცეთ

თუ იღებთ ვარფარინს, თავი აარიდეთ აასს-ის ჯგუფის ტკივილგამაყუჩებლებს. მათ ნაცვლად გამოიყენეთ პარაცეტამოლი – უმეტეს შემთხვევაში ის კარგად ცვლის აასს-ს.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა


გაცივების და ალერგიის საწინააღმდეგო წამლები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ანტიჰისტამინური პრეპარატები – ყველაზე გავრცელებული ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებია. ისინი ამცირებენ ჰისტამინის გამოთავისუფლებას, რომელიც იწვევს ალერგიის ყველა უსიამოვნო ეფექტს: ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა და სხვა. ანტიჰისტამინური პრეპარატები კი ეფექტურად აღმოფხვრიან ყველა ამ სიმპტომს.

გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატები შეიცავენ რამოდენიმე მოქმედ ნივთიერებას. როგორ წესი, ესენია:

  1. პარაცეტამოლი – თავის ტკივილის მოსახსნელად და ტემპერატურის დასაქვეითებლად.
  2. ნივთიერება სისხლძარღვების შესავიწროვებლად, რათა შემცირდეს ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, ამ გზით კი გამონადენი.
  3. ანტიჰისტამინური პრეპარატი – მოცემულ შემთხვევაში ის ამცირებს ანთებითი რეაქციის მოვლენებს (ცემინება, ცრემლდენა და ა.შ)

ამგვარად, ეს პრეპარატები საკმაოდ ეფექტურად აღმოფხვრიან სურდოსა და გრიპის სიმპტომებს. თუმცა ვირუსს არ ებრძვიან, ეს არ უნდა დაგავიწყდეთ!

გახსოვდეთ! ეს პრეპარატები – არ არის უბრალოდ „გემრიელი ჩაი“! ადვილია მათით ზედოზირება. არ არის რეკომენდებული დღეში 4 პაკეტზე მეტის მიღება.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ალერგიისა და გაცივების საწინააღმდეგო წამლების შემადგენლობაში შედის ანტიჰისტამინური პრეპარატები.

ამ წამლების გვერდითი ეფექტი არის – ძილიანობა. ამიტომ, ორივეს ერთდროულად მიღების შემთხვევაში რისკავთ, რომ მთელი დღით დაკარგოთ  მხნეობა.

გარდა ამისა, ასეთი პრობლემა შეიძლება გახდეს დიდი საფრთხის მიზეზი, თუ ატარებთ მანქანას.

როგორ მოვიქცეთ

თუ იღებთ გაცივების საწინააღმდეგო წამლებს, დროებით უარი თქვით ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისგან ან მიიღეთ მეორე-მესამე თაობის პრეპარატები (ტელფასტი, ერიუსი, კლარიტინი და სხვა), რომლებიც ნაკლებად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა


ვერაპამილი და ბეტა-ბლოკატორები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ვერაპამილი მიეკუთვნება კალციუმის ბლოკატორების ჯგუფს. კალციუმი ავიწროვებს სისხლძარღვებს. ვერაპამილი ბლოკავს მის მოქმედებას – სისხლძარღვები ფართოვდება, რაც იწვევს ორ მნიშვნელოვან ეფექტს: ქვეითდება არტერიული წნევა და უმჯობესდება გულის სისხლმომარაგება, იშემიური ტკივილები ქრება.

ვერაპამილის პოტენციური საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ის ასევე ბლოკავს გულის გამტარი სისტემის კალციუმის არხებს, ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია და გულშიდა ბლოკადა.

ბეტა-ბლოკატორები (ატენოლოლი, მეტოლოლი და სხვა „ოლ“-ზე დაბოლოებული პრეპარატები – უმნიშვნელოვანესი პრეპარატებია გულის უკმარისობის სამკურნალოდ. გულის უკმარისობის დროს გული ძნელად გადატუმბავს სისხლს ორგანიზმში. ბეტა-ბლოკატორები ერთი მხრივ ამცირებენ გულის შეკუმშვებს, მეორე მხრივ კი – მათი ეფექტურობა იზრდება.

ეს პრეპარატები ასევე ართულებენ გულის გამტარ სისტემაში ელექტრული იმპულსის გატარებას.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ვერაპამილიც და ბეტა-ბლოკატორებიც ამცირებენ გულის შეკუმშვას. ამიტომ, მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის ძლიერი შენელება (ბრადიკარდია და გულშიდა ბლოკადა). ყველაზე ცუდ შემთხვევაში – ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის მუშაობის გაჩერება.

როგორ მოვიქცეთ

გააკონტროლეთ პულსი დღეში რამოდენიმეჯერ და ჩაინიშნეთ. გამოხატული ბრადიკარდიის დროს (წუთში 50-ზე ნაკლები) მიმართეთ ექიმს.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა


ლოპერამიდი და კალციუმი. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ლოპერამიდი (იმოდიუმი) – ყველაზე გავრცელებული საშუალებაა ფაღარათის სამკურნალოდ. იყიდება რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელებით. ის ამცირებს მოტორიკას და ამშვიდებს ნაწლავს, ამიტომ პაციენტი ნაკლებად გადის ტუალეტში. უნდა აღინიშნოს, რომ ლოპერამიდის გამოყენება არ შეიძლება, თუ ფაღარათი დაკავშირებულია ინფექციასთან (ანუ როდესაც ადგილი აქვს ცხელებას, შემცივნებას, ცუდ თვითშეგრძნებას). ასეთ შემთხვევაში მიკრობები დაყოვნდებიან ნაწლავში, რასაც თან მოსდევს ინფექციის დამძიმება.

კალციუმი – შედის ორი არარეცეპტურული პრეპარატების ჯგუფის შემადგენლობაში:

  1. პრეპარატები ძვლისთვის (D ვიტამინთან კომბინაციაში). მას იყენებენ ქალები მენოპაუზის შემდეგ, რათა შემცირდეს ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.
  2. ანტაციდები (პრეპარატები დამწვრობისთვის) – კალციუმი შედის ზოგიერთი წამლის შემადგენლობაში, რომლებიც აქვეითებენ კუჭის წვენის მჟავიანობას.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ლოპერამიდის ძირითადი მოქმედებაა – ნაწლავის მოტორიკის შენელება, კალციუმს კი აქვს ანალოგიური გვერდითი ეფექტი. ამიტომ, მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს მკაფიოდ გამოხატული მტკივნეული  ყაბზობა.

როგორ მოვიქცეთ

თუ დაიწყეთ ლოპერამიდის მიღება ფაღარათის სამკურნალოდ, შეისვენეთ კალციუმის პრეპარატის მიღებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფაღარათი შეიძლება შეიცვალოს ყაბზობით.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა


ანტიბიოტიკები და ორალური კონტრაცეპტივები. წამლები, რომელთა ერთად მიღებაც არ შეიძლება

ანტიბიოტიკები – არის ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდება ერთი ცოცხალი ორგანიზმის მიერ მეორის გასანადგურებლად. პირველი ანტიბიოტიკი გამოყო ალექსანდრე ფლემინგმა 1928 წელს, რისთვისაც მიიღო ნობელის პრემია. მას შემდეგ ანტიბიოტიკებმა შეცვალეს კაცობრიობის ცხოვრება. დაიწყეს იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც ადრე სასიკვდილოდ ითვლებოდა: პნევმონია, ტუბერკულოზი, მენინგიტი და სხვა ინფექციები. სწორედ ანტიბიოტიკების წყალობით მოხდა მე-20 საუკუნის დემოგრაფიული აფეთქება, როდესაც მოსახლეობა გაიზარდა გეომეტრიული პროგრესიით. ანტიბიოტიკები – მედიცინის ნამდვილი სასწაულია.

ორალური კონტრაცეპტივები – გამოშვების ფორმის მიუხედავად, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედების პრინციპი ერთნაირია: ჰორმონალური ფონის შეცვლა ისე, რომ ოვულაცია (საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა), შესაბამისად კი დაორსულება შეუძლებელია. აქვს კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი მოქმედება: ისინი ცვლიან საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის კონსისტენციას და ის ხდება შეუღწევადი სპერმატოზოიდებისთვის. გარდა არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებისა, ჰორმონალური კონტრაცეპტივები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ქალის ორგანიზმზე მთლიანობაში: ამცირებენ მკერდის და საკვერცხეების სიმსივნის რისკს, ეწინააღმდეგებიან მუწუკების გამოვლენას, ამსუბუქებენ ციკლის მიმდიანრეობას და სხვა.

რატომ არის მათი კომბინაცია საშიში?

ამ პრეპარატების კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ეფექტურობა და რისკავთ დაორსულებას. მიზეზი ორია:

  1. ნაწლავში მიკრობები აუმჯობესებენ ჰორმონების შეწოვას. ე.ი ჰორმონები უფრო ხანგრძლივად რჩებიან ორგანიზმში და მეტი დროით იცავენ არასასურველი ორსულობისგან. ანტიბიოტიკები ანადგურებენ ნაწლავის მიკრობებს, ჰორმონები არ შეიწოვება, ამიტომ მათი უმეტესობა უბრალოდ გამოიდევნება განავალთან ერთად.
  2. ბევრი ანტიბიოტიკი ასტიმულირებს ღვიძლის ფერმენტების მუშაობას, ამიტომ ისინი გაძლიერებულად იწყებენ ჰორმონების დაშლას. შედეგად, სისხლში კონტრაცეპტივების კონცენტრაცია ქვეითდება, მასთან ერთად კი ორსულობის თავიდან აცილების უნარის ეფექტურობაც.

როგორ მოვიქცეთ

თუ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები და კონტრაცეპტივები ერთად, გამოიყენეთ პრეზერვატივი.

https:// www. zdorovieinfo. ru/ exclusive/smertelnye-pary-lekarstva-kotorye-nelzya-prinimat-vmeste/
გადასვლა >> პრეპარატების თავსებადობა


 

შეცდომები წამლების მიღების დროს. როგორ იმკურნალოთ და არ დატვირთოთ ორგანიზმი ქიმიით

ადამიანების 95%-ს ერთხელ მაინც მიუღია წამალი, 30% კი იღებს ყოველდღიურად. რომელია ტიპიური შეცდომები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და რომლებსაც უშვებს თითქმის ყველა პაციენტი?

შეცდომა 1: ტაბლეტის ნახევარი

თავი გტკივათ, მაგრამ არ ძალიან ძლიერად. იმისათვის, რომ არ მოწამლოთ ორგანიზმი, სვამთ მხოლოდ ნახევარ ტაბლეტს – თითქოს, რატომ უნდა დააზიანოთ ორგანიზმი. ასე მიაღწევთ უშუალოდ საწინაარმდეგო ეფექტს. მოქმედი ნივთიერება არ არის საკმარისი ტკივილის ხარისხიანი კუპირებისთვის, ორგანიზმი კი იძულებულია გადაამუშავოს ქიმია.

შეცდომა 2: „დღეგამოშვებით“

წამალი მთავრდება, თანხა კი არ გყოფნით და ხელფასამდე 2-3 დღეა დარჩენილი. და იწყებთ დარჩენილი მედიკამენტის ეკონომიურად მიღებას ანუ დღეგამოშვებით. თუმცა, მედიკამენტების უმრავლესობისათვის, რომლებიც მიიღება მუდმივად, უაღრესად მნიშვნელოვანია სისხლში მოქმედი ნივთიერების სტაბილური თერაპიული კონცენტრაცია. პირველ რიგში ეს ეხება წამლებს, რომლებიც აკონტროლებენ ნორმალურ წნევას და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მაღლი წნევის დაქვეითებაზე; ასევე ორალურ კონტრაცეპტივებს და სხვა ჰორმონალურ პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს. ორგანიზმის სისხლში წამლის ბალანსის დარღვევა, მით უმეტეს თუ ეს რეგულარულად ხდება, განაპირობებს მედიკამენტის მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას –  ის თითქოს მიმაგრებულია დაბალ დოზას და ამას ემატება გულისმიერი შეტევების და სხვა პრობლემების რისკის გაზრდა.

შეცდომა 3: საბავშვო საშუალება

ფულის დაზოგვის მიზნით არ ყიდულობენ წამალს მაგალითად: გაცივების დროს სიცხის დამწევ საშუალებას და იყენებენ საბავშვო დოზას, რომელიც დარჩა მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ შვილს ან შვილიშვილს. ამისგან ზიანი არც თუ ისე დიდია, მაგრამ ელემენტარულად საჭირო სამკურნალო ეფექტს ვერ მიიღებთ. საბავშვო ნაყენის ორმაგი დოზა სრულებითაც არ არის მოზრდილის ერთჯერადი დოზის ტოლი, სურდოს საწინააღმდეგო საშუალების 4-ჯერ შესხურება სულაც არ უდრის მოზრდილის 2 შესხურებას. მკურნალობა იქნება არასაკმარისად ეფექტური, ზოგჯერ კი უბრალოდ უსარგებლო.

შეცდომა 4: დაზიანებული გარსი

ეკონომიის მიზნით ყიდულობენ ყველაზე დიდ დოზას და შემდეგ იღებენ ნახევარს ან მეოთხედს, ტეხავენ ტაბლეტს ან კაფსულიდან გადმოყრიან ფხვნილს და ყოფენ ნაწილებად.

სინამდვილეში წამლები კაფსულების სახით და გარსიანი ტაბლეტები, რა სახითაც მზადდება დღეისათვის წამლების უმრავლესობა, გაკეთებულია სპეციალურად. გარსებს ამზადებენ სპეციალური მასალისგან, რომელიც იცავს მოქმედ ნივთიერებას კუჭის წვენის ზემოქმედებისგან – მაშინ ის აღწევს „დანიშნულების ადგილამდე“ მთლიანად; ან პირიქით, გარსი იცავს კუჭს მოქმედი კომპონენტის აგრესიული მოქმედებისგან. შენელებული გამოთავისუფლების ფორმები კი, რომლებსაც მეცნიერულად „რეტარდი“ ეწოდება, სპეციალურადაა შექმნილი, რათა წამალი გამოთავისუფლდეს ეტაპობრივად, შეინარჩუნოს მედიკამენტის კონცენტრაცია ორგანიზმში და შექმნას გახანგრძლივებული სამკურნალო მოქმედება.

მაშასადამე, გარსის მთლიანობის დარღვევა – უხეში შეცდომაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნივთიერება ტაბლეტში შეიძლება იყოს არათანაბრად განაწილებული და „თვალის ზომით“ გატეხვა სულაც არ იძლევა დოზის სიზუსტის გარანტიას.

შეცდომა 5: ნაკლები რაოდენობის ტაბლეტის შეძენა

მაგალითად: ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკი 10 დღე, კოლოფში კი არის 1 კვირის სამყოფი რაოდენობა. ეკონომიის მიზნით, შეიძლება შეიძინოთ მხოლოდ 1 კოლოფი. პრეპარატის მიღების კურსის თვითნებურად შემცირებით, ორგანიზმს არ აძლევთ ხარისხიანად საბოლოოდ განკურნების საშუალებას, რასაც შემდგომში თან ახლავს პრობლემის ხელახლა წარმოშობა. მკურნალობის კურსის შეწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, ნახევარი დღითაც კი. ეს არ ეხება მხოლოდ ანტიბიოტიკებს, არამედ ყველა მედიკამენტს, რომელსაც ნიშნავენ კურსის მიხედვით.

შეცდომა 6: კურსის თვითნებური შემცირება

ხველამ გაიარა და ექიმის დანიშნულების მიუხედავად შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღებს 4 დღის შემდეგ, ნაცვლად 7 დღისა; ან ტემპერატურა ანგინის დროს შემცირდა, ყელი აღარ არის წითელი – და წყვეტთ ანტიბიოტიკების მიღებას 5 დღის შემდეგ, ნაცვლად 7დღისა – თითქოს არ არის საჭირო ორგანიზმის ზედმეტად მოწამვლა. ასეთი ქცევა კატეგორიულად დაუშვებელია და ეს ეხება ყველა პრეპარატს. მკურნალობის კურსი უნდა დაიცვათ ზუსტად და მკაცრადმ წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ ჯერზე ტაბლეტი უბრალოდ აღარ იმოქმედებს.

 შეცდომა 7: მიღების ფორმის შეცვლა

ინსტრუქციაში მითითებულია – გაწუწნეთ ენის ქვეშ დადებით, მაგრამ გემო მწარეა და თქვენ სვამთ წამალს წყლის მიყოლებით და პირიქით, წუწნით და ღეჭავთ ან წყალში ხსნით წამალს, რომელიც უნდა გადაყლაპოთ. პირველ შემთხვევაში, აქტიური ნივთიერების დოზა შეიძლება აღმოჩნდეს აუცილებელზე მნიშვნელოვნად მცირე; მეორე შემთხვევაში კი პირიქით – დოზა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. ნუ დაკავდებით თვითშემოქმედებით, მიიღეთ დანიშნულების მიხედვით.

შეცდომა 8: მკურნალობა „სხვების მსგავსად“

ოჯახის წევრს ჰქონდა გრიპი, ახლა კი თქვენ ხართ ავად. შეიძლება გადაწყვიტოთ – რაში მჭირდება ექიმი – და დაიწყებთ იმ პრეპარატების მიღებას, რომლებსაც იღებდა ახლობელი. უფრო უარესი: დაიწყებთ იმ მკურნალობას, რომელიც გქონდათ დანიშნული 1 წლის წინ, როდესაც გქონდათ მაგალითად: მაღალი წნევის პრობლემა.

გახსოვდეთ! მკურნალობა უნდა იყოს უაღრესად ინდივიდუალური, დანიშნული უშუალოდ თქვენთვის მოცემულ მომენტში არსებული დაავადების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ ძალიან დააზიანოთ ორგანიზმი. ინსტრუქციაში ფრაზა – „გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით“ – უბრალოდ არ წერია.

აუცილებელია იცოდეთ!

წამლის მიღების რეჟიმის დარღვევა ყოველთვის არ არის უპასუხისმგებლობის შედეგი. ზოგჯერ ის უბრალოდ ხდება იმიტომ, რომ პაციენტი დაიბნა.

მაგალითად: სიროფები, სუსპენზიები და სხვა თხევადი ფორმები. ანოტაციებში დოზები ჩვეულებრივ მითითებულია გრამებში, თავსახურავებს და კოვზებს კი აქვთ ნიშნულები მილილიტრებში, რაც ერთი და იგივე არ არის. როგორ არ აგვერიოს წონის და მოცულობის ზომები? ყურადღებით დააკვირდით შეფუთვას, სადაც ყოველთვის მითითებულია პირველისა და მეორის შეფარდება. მაგ: 1მლ ხსნარი = 2.5მგ მოქმედ ნივთიერებას. ეს ნიშნავს, რომ 1 ჩაის კოვზის ანუ 5მლ-ის დალევით, თქვენ იღებთ    2.5X5 = 12.5მგ ნივთიერებას.

კიდევ ერთი ხშირი შეცდომა: არასწორად გაგებული რეცეპტი. თუ ექიმმა დაწერა ციფრი ½, 1/4, მან იგულისხმა ტაბლეტის ნახევარი ან მეოთხედი; ხოლო თუ მითითებულია რამე მძიმეთი გამოყოფით – 1,5 – ეს არ ნიშნავს ერთნახევარ ტაბლეტს, არამედ ნივთიერების დოზას (მაგ: 1,5მგ ღამით – ერთი ტაბლეტი).

წაიკითხეთ ინსტრუქცია!

შემთხვევათა 90%-ში პაციენტები არ ხსნიან ინსტრუქციას. სულ ტყუილად. მწარმოებლები აქ გაწვდიან  რეალურად მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მაქსიმალური დღიური დოზა

პრეპარატის განსაზღვრულად დაშვებული რაოდენობა 24 სთ-ის განმავლობაში. უნდა გახსოვდეთ: მედიკამენტები შეიცავენ რამოდენიმე მოქმედ ნივთიერებას ერთად; ეს კი ნიშნავს, რომ თუ აპირებთ ერთ დღეში რამოდენიმე წამლის მიღებას, ამას შეიძლება მოყვეს ზედოზირება.

მაგალითად: აცეტილსალიცილის მჟავა არის კარდიოპრეპარატებშიც და სურდოს საწინააღმდეგო კომპლექსებშიც. თუ იღებთ ორივეს, აღნიშნული მჟავას დღიური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 3გ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი გადაიტვირთება.

თერაპიული დოზა

არის პრეპარატის რაოდენობა, რომელიც იძლევა ეფექტს. ის დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და ასევე მის წონაზე. მათთან შესაბამისად დოზა შეიძლება იყოს მინიმალური და მაქსიმალური, თუმცა ერთიც და მეორეც არ არის მავნე ორგანიზმისთვის.

კურსის მიხედვით მიღების დროს იწყებენ მინიმალური დოზით, შემდეგ კი თანდათან აღწევენ მაქსიმალურს.

ტოქსიკური დოზა

ზედოზირება – მოქმედი ნივთიერების რაოდენობა, რომელიც მყისიერად იწყებს ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს. ეს დოზა არ არის სასიკვდილო.

ლეტალური დოზა – რომელიც იწვევს სიკვდილს.

შემანარჩუნებელი დოზა – წამლის მინიმალური რაოდენობა, რომელიც მუდმივი გამოყენების დროს იძლევა ხილულ დადებით ეფექტს.

გადასვლა >> მედიკამენტების მიღების წესები

შეცდომები წამლების მიღების დროს

შეცდომები წნევის დამწევი პრეპარატების მიღების დროს

შეცდომა 1: პრეპარატის მიღება არ არის საჭირო ყოველთვის, მხოლოს მაშინ, როდესაც იმატებს წნევა

ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ბევრი იღებს ექიმის მიერ დანიშნულ პრეპარატს მხოლოდ მაშინ, როდესაც იმატებს არტერიული წნევა, სტკივა თავი და აწუხებს თავბრუსხვევა. ეს არასწორია. ასევე არასწორია პრეპარატების მიღების სქემის იგნორირებაც, თუ თერაპევტმა ან კარდიოლოგმა ეს სქემა საათების მიხედვით შეადგინა. როგორც წესი, სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ ეპიკრიზში დეტალურად არის რეკომენდებული სქემები, რჩევები ცხოვრების წესის შესახებ. პაციენტი იღებს მედიკამენტებს, მდგომარეობა უმჯობესდება და შემდეგ კი წყვეტს მიღებას. ბევრი ასე ფიქრობს – რატომ მივიღო ამდენი პრეპარატი, ეს ძვირიცაა და შეიძლება ღვიძლიც დავაზიანო. გარკვეული დროის შემდეგ წამლების მოქმედების დრო იწურება და შედეგად მიიღება ჰიპერტონული კრიზები მთელი რიგი თანმდევი გართულებებით – ინფარქტები, ინსულტები, ენცეფალოპათია, თირკმლების ფუნქციის დარღვევები, დიაბეტი.

ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დანიშნული მკურნალობის სქემის იგნორირება! უნდა მიიღოთ წამლები სქემის მიხედვით და თუ რაიმე პრობლემა იჩენს თავს – უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს და ერთად გადაწყვიტოთ სქემის ცვლილებები.

შეცდომა 2: წამლების მიღება სხვადასხვა დროს

ზოგჯერ გვავიწყდება წამლის მიღება – ან გვძინავს ან არ ვთვლით საჭიროდ ამას. ხშირად გვაბნევს კარგი თვითშეგრძნება. ეს არასწორია და არის დროისა და საშუალების ფუჭად დაკარგვა. როდესაც სამკურნალო პრეპარატი მოხვდება ორგანიზმში, აქტივირდება ფერმენტული სისტემებით. ბევრი წამალი მოქმედებს დაგროვებითი პრინციპით (მაგ: ლოზარტანი, პერინდოპრილი, ენალაპრილი). ისინი გროვდებიან ორგანიზმში და იწყებენ ეფექტურად მუშაობას – ბლოკავენ მავნე ალდოსტერონს, რომელიც იწვევს კრიზებს. თუ წამალს დღეს მივიღებთ, ხვალ კი დაგვავიწყდება, მისი კონცენტრაცია სისხლში არათანაბარია, წნევა შეიძლება დაეცეს ან მოიმატოს.

წნევის დამწევი წამლები უნდა მიიღოთ საათობრივად. მაგ: დილის 9სთ-ზე და საღამოს 7სთ-ზე, ჭამამდე 20წთ-ით ადრე, თუ კარდიოლოგმა სხვა სქემით არ დაგინიშნათ. პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ გულისცემას – მეტოპროლოლი, ბისოპროლოლი, მიიღება 12სთ-ზე. შარდმდენები რა თქმა უნდა დილით. არ მიიღოთ შარდმდენები ან შარდმდენებთან კომბინირებული პრეპარატები საღამოს.

შეცდომა 3: ერთმანეთთან შეუთავსებელი წამლების ერთად მიღება

ეს ძალიან ხშირია. ჰიპერტონიის სამკურნალო ძირითადი ჯგუფია – აგფ-ინჰიბიტორები (დასახელება მთავრდება „პრილ“-ით – ენალაპრილი, კაპტოპრილი, რამიპრილი, ლიზინოპრილი) და სარტანები (ლოზარტანი, ვალზარტანი, კანდეზარტანი და სხვა). ეს ორი ჯგუფი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

კაპტოპრილი ინიშნება კრიზების დროს წნევის დასაქვეითებლად, თუმცა ავიწყდებათ, რომ არ შეიძლება მისი მიღება, თუ ძირითადი პრეპარატი სარტანების ჯგუფიდანაა. ზოგიერთი მიმართავს რამოდენიმე ექიმს და თავისით დაინიშნავს შერეულ სქემას, მაგ: დილით იღებს ლოზარტანს, საღამოს კი ენალაპრილს. ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია. თუ ერთი ტაბლეტი კაპტოპრილი ზიანს არ მოგაყენებთ, სისტემატური ან ერთდროულად რამოდენიმე აბის მიღება კრიზის კუპირებისთვის გამოიწვევს წნევის მკვეთრ მომატებას, რისი დარეგულირებაც ძალიან რთული იქნება.

შეცდომა 4: უარი სტატინების მიღებასა და ქოლესტერინის კონტროლზე

ყველა უცხოური რეკომენდაციის მიხედვით აუცილებელია ქოლესტერინის კონტროლი. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ან ვინც უკვე გადაიტანა ინფარქტი და ინსულტი, საერთო ქოლესტერინის დონე არ უნდა აჭარბებდეს 3.8მმოლი/ლ-ს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების („ცუდი“ ქოლესტერინი) დონე კი 1.8მმოლი/ლ-ს; ეს განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანისთვის განსაზღვრული ნორმისგან. სტაციონარში ნიშნავენ სტატინებს, მაგრამ ბევრი უარს ამბობს მიღებაზე, რადგან ფიქრობენ რომ აზრი არ აქვს.

სტატინები უზრუნველყოფენ სისხლძარღვების სისუფთავეს, არეგულირებენ ქოლესტერინის ცვლას. არსებობს მოსაზრება,რომ ისინი მოქმედებენ ღვიძლზე, მაგ: ატორვასტატინი. მან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება. არაფერია საშიში, თუ მოიმატებს უმნიშვნელოდ, რაც ჩვეულებრივ ხდება 3 თვის განმავლობაში. ატორვასტატინის დადებითი მოქმედება ასევე არის ის, რომ წმენდს ნაღვლის გამომტან გზებს ქოლესტერინული ნადებისგან, ისევე როგორც სისხლძარღვებს. მიმდინარეობს კვლევა ქოლესტერინული კენჭების დაშლის შესახებ. მიუხედავად ყველაფრის, თუ მაინც არ გინდათ სტატინების მიღება, სცადეთ ქოლესტერინის დონის დასაქვეითებელი მცენარეული საშუალებები, როგორიცაა – ათეროკლეფიტი.  რა თქმა უნდა საჭიროა დიეტის დაცვა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების მკურნალობა.

შეცდომა 5: უარი კარდიოლოგის მეთვალყურეობაზე

ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს გულ-სისხლძარღვთა მოვლენები (ინფარქტი, ინსულტი) ან აწუხებთ მაღალი წნევა, წელიწადში 1-2-ჯერ უნდა გაიარონ კონსულტაცია კარდიოლოგთან. განსაზღვრული ცხრილების მიხედვით, ექიმი შეაფასებს განმეორებითი საშიშროების რისკებს, შეამოწმებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, გადაგიღებთ ექოკარდიოგრამას და საჭიროების შემთხვევაში ექოკარდიოსკოპიას, მოგცემთ რჩევებს ცხოვრების წესის შესახებ. აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემის მიხედვით ჯერ უნდა მიმართოთ თერაპევტს, ჩაიტაროთ გამოკვლევა და შემდეგ პასუხებით მიმართოთ კარდიოლოგს. კერძო, ფასიან ცენტრებში ყველაფრის გაკეთება ერთ დღეშია შესაძლებელი.

შეცდომა 6: დიეტის არდაცვა

ჩვენს ცხოვრებაში ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვჭამთ. გამოცდილება და თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ დღეისათვის არ არსებობს ხმელთაშუაზღვის დიეტაზე უფრო დაბალანსებული დიეტა. ამ დიეტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შევისწავლოთ რას მიირთმევენ საბერძნეთის, კიპრის, საფრანგეთის ხანგრძლივად მცხოვრებნი. დიეტის საფუძველს შეადგენს ახალი ბოსტნეული და ხილი (ხილი ყოველდღიური დესერტის სახით), ზეითუნის ზეთი, მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, ხარისხიანი რძის პროდუქტი (ხშირად იოგურტების და უცხიმო ყველის სახით), თევზი ომეგა 3-სა და 6-ის მაღალი შემცველობით, ხორცი კვირაში 1-2-ჯერ. რა თქმა უნდა ამ დიეტას ზუსტად ვერ დავიცავთ, ზოგიერთი პროდუქტი ჩვენთან არ არის ან ძალიან ძვირია, იქ კი ეს ჩვეულებრივი საკვებია. თუმცა, კვების ძირითადი პრინციპები შეგვიძლია გავითვალისწინოთ.

შეცდომა 7: ცხოვრების წესს არ ვცვლით, ვცხოვრობთ ინერციით

ექიმები აკვირდებიან როგორ ცხოვრობენ ადამინები მას შემდეგ რაც დაავადება აღმოუჩნდებათ. ისინი, ვისთვისაც ეს იყო ახალი ცხოვრების დაწყების სტიმული, ჩვეულებრივ მომავალში თავს არიდებენ გულ-სისხლძარღვთა გართულებებს. მათ, ვინც არაფერს ცვლის უჭრის დაავადებასთან გამკლავება. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ადამიანის სწრაფვას ცხოვრებისკენ, სიცოცხლის სურვილს შეუძლია გადალახოს ყველაზე საშიში დაავადებებიც კი და არა მხოლოდ გაუმკლავდეს მაღალ არტერიულ წნევას.

შეცდომა 8: არ ვიცით როგორ მოვიქცეთ ჰიპერტონული კრიზის დროს

სამწუხაროდ, წნევის მომატების დროს ბევრი პანიკაში ვარდება, იწყებენ დიდი რაოდენობით სხვადასხვა წამლის მიღებას. კრიზი ხშირად ვითარდება ემოციური დაძაბულობის ფონზე, უსიამოვნებებისას, დიეტის დარღვევის დროს (მარილის ჭარბი გამოყენება). უპირველეს ყოვლისა უნდა დამშვიდდეთ, მიიღოთ წამალი. კრიზების დროს არჩევანი დიდი არ არის. ჩვეულებრივ გამოიყენება კაპტოპრილი (უნდა გახსოვდეთ, რომ არ არის მისი მიღება სარტანებთან ერთად).

ყველაზე ხშირად იყენებენ 25 მგ კაპტოპრილს. უნდა გაწუწნოთ ექიმის მიერ შერჩეული დოზა (დამოკიდებულია წონაზე, არტერიული წნევის მაჩვენებელზე, ჰიპერტონული დაავადების სტადიაზე), მიიღოთ ჰორიზონტალური მდებარეობა და 20-30წთ-ის შემდეგ გაიზომოთ წნევა. თუ წნევამ უფრო მოიმატა, თვითშეგრძნება კი გაუარესდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შემოთავაზებულ ჰოსპიტალიზაციზე უარი არ თქვათ. თუ არ გექნებათ შესაბამისი ჩვენება, საავადმყოფოში არ გადაგიყვანენ, მიმღებ განყოფილებაში გამოკვლევის შედეგები მკურნალ ექიმს მიცემს აუცილებელ ინფორმაციას თქვენი მდგომარეობის შესაფასებლად.

ხშირად სარტანების მიღების დროს, კაპტოპრილის გარდა იყენებენ ნიფედიპინს ან ფიზიოტენზს. უნდა გახსოვდეთ, რომელი წამალი გეხმარებათ კარგად და თავად შეამციროთ არტერიული წნევა. კრიზის შემდეგ უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი პრეპარატების მიღება, მაგალითად შარდმდენების.

შეცდომა 9: უმეტესობა ფიქრობს – ჰიპერტონია და შაქრიანი დიაბეტი – არაფერია საშიში

ხშირა ეს დაავადებები ერთმანეთს ერწყმის, რადგანაც ორივეს დროს ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა. რა თქმა უნდა, მთელი ძალებით უნდა ეცადოთ ორივეს კომპენსირებას. ამ დროს საჭიროა უფრო მკაცრი დიეტა, მეტი რაოდენობის წამალი. იზრდება არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი, თუმცა არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში; პირიქით, მკაცრად უნდა მიყვეთ მკურნალობის სქემას (მათ შორის არამედიკამენტოზურს). წნევასთან გამკლავების დროს და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღებისას არ უნდა დაგავიწყდეთ ჰიპოგლიკემიური საშუალებები და პირიქით.

ჰიპერტონია – ორგანიზმში ბალანსის დარღვევაა, თუმცა დღეისათვის გამოგონებულია კარგი წამლები პრაქტიკულად ყველა სიტუაციისთვის. თანამედროვე პრეპარატების საშუალებით შესაძლებელია განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გააკონტროლოთ არტერიული წნევა. ასეთ შემთხვევაში გული, თირკმლები და სისხლძარღვები იმუშავებს კარგად, რაც თავის მხრივ ნიშნავს სიცოცლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის გახანგრძლივებას.

გადასვლა >> მედიკამენტების მიღების წესები

შეცდომები წნევის დამწევი პრეპარატების მიღების დროს

პრეპარატების გვერდითი მოვლენები – 1 – 9/A – Z

.

1 – 9/A – Z / ბ გ / დ ე / ვ ზ თ /ი კ / ლ მ / ნ ო / პ ჟ რ ს ტ / უ ფ ქ / ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ


1 – 9

A – Z


 

პრეპარატების გვერდითი მოვლენები – ღ – ჰ

.

1 – 9/A – Z / ბ გ / დ ე / ვ ზ თ /ი კ / ლ მ / ნ ო / პ ჟ რ ს ტ / უ ფ ქ / ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ


  1. ცეფტრიაქსონი
  2. ცეფტრიქსი
  3. ცეფუროქსიმი
  4. ციაზილი
  5. ციანოკობალამინი
  6. ციკლოდერმი
  7. ციკლოდინონი
  8. ციკლოდოლი
  9. ციკლოვალი
  10. ციკლოფოსფამიდი
  11. ცილოზეკი
  12. ცილოქსანი
  13. ცინარიზინი
  14. ცინარიქსი
  15. ცინაქს ფორტე არტიშოკი
  16. ცინკონეტ C
  17. ცინკოროტი
  18. ციპზოლი
  19. ციპრალექსი
  20. ციპრინოლი
  21. ციპრინოლი
  22. ციპრობა
  23. ციპრო-დენკი 500
  24. ციპროდექსი 500
  25. ციპროი
  26. ციპრონექსი
  27. ციპროფლავი
  28. ციპროფლოქსაცინი
  29. ცისპლატინი
  30. ცისპლატინი
  31. ცისპლატინი ებევე
  32. ცისტენალი
  33. ცისტიბაქტი
  34. ცისტიუმი სოლიდაგო
  35. ცისტონე
  36. ციტაჰექსალი
  37. ციტეალი
  38. ციტოზარი
  39. ციტოლესი
  40. ციტომაქსი
  41. ციტოფლავინი
  42. ციტრამონი-დარნიცა
  43. ციტრარგინინი
  44. ციფლოქსინალი
  45. ცსინობროლი

  1. ძირტკბილას ფესვის სიროფი

  1. წყალბადის ზეჟანგი

  1. ჭუპა ჭუპა

  1. ხარტანი
  2. ხეჭრელის ქერქი
  3. ხიმკოლინი
  4. ხოლოსასი
  5. ხოლუდექსანი
  6. ხონდრო რიცი
  7. ხონდროქსიდი
  8. ხოფიტოლი

  1. ჯენოდექსი
  2. ჯინოტრი – ვაგინალური სანთელი
  3. ჯუნგლი

  1. ჰაეს-სტერილი
  2. ჰალიდორი
  3. ჰალიქსოლი
  4. ჰალოპერიდოლი
  5. ჰარტილი
  6. ჰარტმანის ხსნარი
  7. ჰედელიქსი
  8. ჰევერტ პულმოი
  9. ჰევერტ სინუსიტი
  10. ჰეზოლი
  11. ჰელიდონიუმ-ჰომაკორდ ნ
  12. ჰელიმონი
  13. ჰელმადოლი
  14. ჰელმენტინი
  15. ჰელმიზოლი
  16. ჰელმინტოქსი
  17. ჰემატინიკი
  18. ჰემომიცინი
  19. ჰეპაბენე
  20. ჰეპათრომბინი
  21. ჰეპა-მერცი
  22. ჰეპარ კომპოზიტუმ ნ
  23. ჰეპარინი ჰუმანითი
  24. ჰეპასოლ-ნეო
  25. ჰეპატოლაკი
  26. ჰეპატო-რიცი
  27. ჰეპატოჰილი
  28. ჰეპელი
  29. ჰერბექსი
  30. ჰერბიონი ისლანდიური ხავსის სიროფი
  31. ჰერბიონი® მრავალძარღვას სიროფი
  32. ჰერბიონი® სუროს სიროფი
  33. ჰერბიონი® ფურისულა სიროფი
  34. ჰექსასპრეი
  35. ჰექსიკონი
  36. ჰიგია
  37. ჰიდროვიტი
  38. ჰიდროკორტიზონი
  39. ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდი
  40. ჰიდროქსიზინუმი
  41. ჰილაკ ფორტე
  42. ჰიმეკრომონ სოფარმა
  43. ჰიმოლიტ დუო
  44. ჰიპოთიაზიდი
  45. ჰირუანი
  46. ჰისტალორი
  47. ჰიუმერი
  48. ჰოგარ ნაითი

 

პრეპარატების გვერდითი მოვლენები – უ ფ ქ

.

1 – 9/A – Z / ბ გ / დ ე / ვ ზ თ /ი კ / ლ მ / ნ ო / პ ჟ რ ს ტ / უ ფ ქ / ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ


  1. ფამოსანი
  2. ფარინგოსეპტი
  3. ფარკლობენტი კრემი
  4. ფარკოსოლვინი
  5. ფარლოსარი
  6. ფარმადექსს (თვალის წვეთები 0.1%)
  7. ფარმატექსი
  8. ფარმორუბიცინი
  9. ფარსმანდუკის ბალახი
  10. ფაქტივი
  11. ფაქტორი IX
  12. ფაქტორი დერმიკო
  13. ფებროფიდი
  14. ფევარინი
  15. ფეზამი
  16. ფელოჰექსალი
  17. ფემაპლექსი
  18. ფემარა
  19. ფემარინი
  20. ფემიზოლი
  21. ფემილექსი
  22. ფემინიტი
  23. ფემოდენი
  24. ფემოსტონი
  25. ფენაზეპამი
  26. ფენელინი ორალური წვეთები
  27. ფენელინის რბილი კაფსულა
  28. ფენიბუტი ნეო
  29. ფენისტილი
  30. ფენკაროლი
  31. ფენობარბიტალი სოფარმა
  32. ფენოგელი
  33. ფენოქსიმეთილპენიცილინი
  34. ფენოქსიმეთილპენიცილინი
  35. ფეპორინი-ჰუმანითი
  36. ფერვექსი
  37. ფერიმაქსი სიროფი
  38. ფერლატუმი
  39. ფერმენტალი
  40. ფერმენტინი
  41. ფერნიქსილი
  42. ფერო-დენკი 50
  43. ფეროვიტ ფორტე
  44. ფეროვიტი
  45. ფეროლინ C
  46. ფერონატი
  47. ფეროპლექსი
  48. ფეროპოლი
  49. ფერო-ფოლგამა
  50. ფერპლექს ფოლი
  51. ფერსინოლი
  52. ფერსინოლი
  53. ფერუმ ლეკი
  54. ფესტალი
  55. ფექსოფენი
  56. ფიბრო-ვეინი
  57. ფიბრონი
  58. ფიგურინი
  59. ფიდატოი
  60. ფილიგრა
  61. ფინალგელი
  62. ფინალგონი
  63. ფინლეპსინი
  64. ფინლეფსინი
  65. ფიტო კრემი
  66. ფიტოლაქსი
  67. ფიტოლიზინი
  68. ფლუცინარი
  69. ფოვირალი
  70. ფოზიტონი
  71. ფოკუსინი
  72. ფოლიბერი
  73. ფოლიკულინის ზეთოვანი ხსნარი
  74. ფოლიმონი
  75. ფოლის მჟავა
  76. ფოლრექსი
  77. ფორალესი
  78. ფორლაქსი
  79. ფორსეფი
  80. ფორტრანსი
  81. ფორტუმი
  82. ფორტუმი
  83. ფოსმიცინ-S
  84. ფოსფა-G
  85. ფოსფალუგელი
  86. ფოსფესტროლი
  87. ფოსფომედი
  88. ფოტილი
  89. ფოტილი ფორტე
  90. ფრანგულაქსი
  91. ფრაქსიპარინი
  92. ფრომილიდი
  93. ფსილო-ბალზამი
  94. ფსორნოჰელ ნ
  95. ფტალაზოლი-დარნიცა
  96. ფტორაფური
  97. ფტოროკორტი
  98. ფუნგოდერმი
  99. ფუნგოლონი
  100. ფუნისტატინი
  101. ფურაგინი 50 მგ
  102. ფურამაგი
  103. ფურონი
  104. ფუროსემიდი
  105. ფუროტალგინი
  106. ფუტარონი

  1. ქალის დღიური ფორმულა
  2. ქალმი
  3. ქაფურის ზეთი
  4. ქაფურის მალამო
  5. ქაფურის სპირტი
  6. ქაცვის ზეთი
  7. ქემ მაუსი
  8. ქემ მულტი+
  9. ქემ რეჯენი
  10. ქემ ჯინჯერი
  11. ქვადროპრილი
  12. ქვაზარი
  13. ქვინაქსი
  14. ქვიფენადინი
  15. ქიმორალ ფორტე
  16. ქინა ჰომაკორდ სი
  17. ქინდერიმუნოი
  18. ქლეარზალი
  19. ქლორამფენიკოლი
  20. ქლორდიაზეპოქსიდი
  21. ქლოროსენე
  22. ქლორპრომაზინი
  23. ქლორჰექსიდინი
  24. ქლოფაზოლინი
  25. ქლოფაზოლინი
  26. ქოლდრინი
  27. ქოლენატი (გრანული)
  28. ქოლერონი
  29. ქოლინარტი
  30. ქოლოგრანდი
  31. ქონდრომაქსი
  32. ქრისტესისხლას ბალახი
  33. ქსალაკომი
  34. ქსალატანი
  35. ქსანაქსი
  36. ქსელოდა
  37. ქსენიკალი