ბენზილორი / BENZILOR ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ბენზილორი –  ფერტილობა: ქლორჰექსიდინის ფერტილობაზე გავლენის დამადასტურებელი მონაცემები არ ასებობს. ორსულობა: არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის პერიოდში ქლორჰექსიდინისა და ბენზოკაინის გამოყენების შესახებ. ქლორჰექსიდინის გამოყენებით, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, არ გამოვლენილა ფერტილობის დარღვევა, ფეტოტოქსიკური ეფექტები, პერი – ან პოსტნატალური ტოქსიკურობა. არ არის ცნობები ქლორჰექსიდინის დედის რძეში გადასვლის თაობაზე. ბენზოკაინი: არ არის აღწერილი უარყოფითი რეაქციები ორსულობის პერიოდში. გავლენა ნაყოფზე – უცნობია. ლაქტაცია: ბენზოკაინი: არ არის აღწერილი უარყოფითი რეაქციები ლაქტაციის პერიოდში. მედიკამენტის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის არ აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი