იცით ეგისტროზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეგისტროზოლის გვერდითი მოვლენებია: ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ეგისტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. შესაძლო გვერდითი ეფექტები:-ძალიან ხშირი (უვითარდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს); -ხშირი (უვითარდება 100-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს); – არახშირი (უვითარდება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს); – იშვიათი (უვითარდება 10 000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს); – ძალიან იშვიათი (უვითარდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს). დამცავი სისტემა (დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან) ძალიან იშვიათი: გაძნელებული სუნთქვით ან თავბრუსხვევით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია), სუნთქვის დარღვევით და სახის ან ყელის შეშუპებით მიმდინარე მძიმე ალერგიული რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება), კანზე, პირში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტების განვითარებით მიმდინარე მძიმე დაავადებები, ცხელება (მაღალი) და ტკივილი სახსრებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ჭინჭრის ციება.  ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღებთ ექიმის კონსულტაცია. კვება (დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრიდან) არახშირი: მადის შემცირება, ქოლესტერინის დონის მომატება. ნერვები (დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან) ხშირი: თავის ტკივილი. არახშირი: ძილიანობა. სისხლძარღვები (სისხლძარღვთა მოშლა) ძალიან ხშირი: წამოხურებები. ძალიან იშვიათი: სისხლის შედედების დარღვევა (ვენების თრომბოემბოლია), მაგალითად, თრომბების წარმოშობა, ჩვეულებრივ ფეხის სისხლძარღვებში, რომლის შედეგადაც ვითარდება ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე (ღრმა ვენების თრომბოზი, ღვთ) ან თრომბის მოხვედრა ფილტვში (ფილტვის ემბოლია). კუჭ-ნაწლავი (კუჭ-ნაწლავის მოშლა) ხშირი: ღებინება, ფაღარათი. არახშირი: გულისრევა. კანი (კანისა და კანქვეშა ქსოვილის ფუნქციის დარღვევა) ხშირი: თმის ცვენა. გამონაყარი კანზე. ძალიან იშვიათი: პატარა,,სამიზნეს’’ მსგავსი ლაქებით გამოხატული გამონაყარი (მრავალფორმიანი ერითემა) კუნთები (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის დარღვევა) ხშირი: სახსრების ტკივილი ან შებოჭვა. ეგისტროზოლი ამცირებს ქალის სასქესო ჰორმონების დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში მინერალური ნივთიერებების კარგვა და შეამციროს მათი სიმტკიცე (იხილეთ ნაწილი 2,,პრეპარატი ეგისტროზოლის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს,,). ამან შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, მალების, თეძოს ან მაჯის ძვლების მოტეხილობა. სასქესო ორგანოები და სარძევე ჯირკვლები (დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან) ხშირი: საშოს სიმშრალე. არახშირი: სისხლდენა საშოდან (ძირითადად მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში). პრეპარატი ეგისტროზოლის მიღების ან მიღების შემდეგ პერიოდში საშოდან ნებისმიერი უჩვეულო (მუდმივი) სისხლდენის განვითარების ან მენსტრუალური ციკლის დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება. შეყვანის ადგილას ქსოვილების მდგომარეობა და საერთო დარღვევები ხშირი: სისუსტე, განწყობის დარღვევები. მძიმე ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტის განვითარებს შემთხვევაში, რომელიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები