იცით ელაფრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელაფრას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება უფრო მეტად გავრცელებული გვერდითი მოვლენები: (1-10%): ლეიკოპენია, ალერგიული რეაქციები, მადის დაკარგვა, წონის დაკლება (როგორც წესი, უმნიშვნელოა), დაღლილობა (სისუსტე), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია, არტერიული წნევის ზომიერად მომატება, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, პირის ღურს ლორწოვანი გარსის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება, თმის ცვენა, ეგზემა, კანის სიმშრალე, გამონაყარი, ქავილი, ტენდოვაგინიტი, სისხლში გარკევული ფერმენტების მომატება (კრეატინფოსფოკინაზა). არატიპიური გვერდითი მოვლენები: (0,1-1%): სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), სისხლში კალიუმის დონის შემცირება, შფოთვა, გემოს დაქვეითება, ჭინჭრის ციება, სისხლში ცხიმების დონის მომატება (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები), სისხლში ფოსფატის დონის შემცირება.  იშვიათად გავრცელებული გვერდითი მოვლენები: (0,01-0,1%): ეოზინოფილია, ლეიკოპენია, პანციტოპენია, არტერიული წნევის უეცარი მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ჰეპატიტის სახით, ქოლესტაზი, სიყვითლე, სეფსისი, რაც შესაძლებელია ლეტალური აღმოჩნდეს. ძალიან იშვიათად გავრცელებული გვერდითი მოვლენები: (£0,001%): აგრანულოციტოზი, მწვავე ალერგიული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, ვასკულიტი, პერიფერიული ნევროპათია, პანკრეატიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები