იცით ეპირამატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეპირამატის გვერდითი მოვლენებია: ყველაზე ხშირ გვერდით ეფექტს, როგორც მონოთერაპიის, აგრეთვე კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, წარმოადგენს ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობები, აგრეთვე წონის დაკლება. მონოთერაპიის დროს, ასეთი გვერდითი ეფექტები ვითარდებოდა ცალკეულ ან ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მოზრდილ პაციენტებში გადაღლილობის ან პარესთეზიის გამოკლებით. ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობები: ხშირია: (> 1/100; < 1/10): ძილიანობა, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, თავის ტკივილი, ატაქსია, გადაღლილობა, მეტყველების დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციის შენელება, ამნეზია, პარესთეზია, ანორექსია, ყურადღების კონცენტრაციის შენელება, ემოციური ლაბილობა, დეპრესია, გონების დაბინდვა, კოორდინაციის მოშლა, აგრესიული რეაქციები, აფაზია და ჰიპერკინეზია. არც ისე ხშირია: (> 1/100; < 1/100): აჟიტირება, კოგნიტიური მოშლილობები, ემოციური ლაბილობა, ჰალუცინაციები, აპათია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვვები: ხშირია: (> 1/100; < 1/10): გულისრევა, აბდომინური ტკივილები, ჰიპერსალივაცია, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა, ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში გამოყენების დროს). Mმეტაბოლური და ნივთიერებათა ცვლის მოშლა: ხშირია: (> 1 /100; < 1/10): წონის დაქვეითება. ჰემატოლოგიური დარღვევები: არც ისე ხშირია: (> 1/100; < 1/100): ლეიკოპენია. მხედველობის დარღვევა: ხშირია: (> 1/100; < 1/10): ნისტაგმი, დიპლოპია, მხედველობის მოშლა. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლებელია მწვავე მიოპია მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა ბავშვებში და მოზრდილებში. ჩვეულებრივ, სიმპტომები ვითარდება თერაპიის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში და გამოვლინდება მხედველობის სიმძაფრის დაქვეითებით და/ან თვალის არეში ტკივილით. ოფტალმოლოგიური გამოვლინებები: ბილატერალური მიოპია, თვალის წინა კამერის სიღრმის შემცირება, ჰიპერემია და თვალშიდა წნევის მომატება. შესაძლებელია სუპრაცილიარული გამონადენის გამოვლენა, რაც იწვევს თვალის საფარის და ბროლის წინ წამოწევას. Mმწვავე მიოპიის მკურნალობა მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომით ითვალისწინებს პრეპარატის მიღების შეწყვეტას და ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც გამოიწვევს თვალშიდა წნევის დაქვეითებას. საერთო ხასიათის დარღვევები: ხშირია: (> 1/100; < 1/10): გემოს შეცვლა, ასთენია. შარდსასქესო სისტემა: არც ისე ხშირია: (> 1/100; < 1/100): ნეფროლითიაზი. იშვიათ შემთხვევაში: ვენური თრომბოემბოლია, თუმცა პრეპარატის მიღებასთან კავშირი არ არის დადგენილი. იშვიათად: ოფლის გამოყოფის დაქვეითება, განსაკუთრებით – ბავშვებში ცხელებისა და ტემპერატურის მომატების დროს; მწვავე მიოპია, რომელიც დაკავშირებულია მეორად დახურულკუთხოვან გლაუკომასთან; მეტაბოლური აციდოზი. ორსულობის პერიოდში ტოპირამატის გამოყენებისას, ახალშობილებს შესაძლებელია განუვითარდეთ ჰიპოსპადია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები