იცით ვაზონიტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვაზონიტის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის გადავსების შეგრძნება და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; ცნს-ის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, სახის ჰიპერემია; ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი; სისხლის სურათის მხრივ:  იშვიათად სისხლდენა, თრომბოციტოპენია, აპლასტიური ანემია. ამიტომ პრეპარატით მკურნალობის პროცესში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები