იცით კაპტოპრილი+ჰქთ დენკი 50/25-ს რა უკუჩვენებები აქვს?

კაპტოპრილი+ჰქთ დენკის უკუჩვენებებია: – მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილის, თიაზიდების ან სულფონამიდების მიმართ. (შესაძლებელია ჯვარედინი რეაქცია); – მიდრეკილება ქსოვილთა შეშუპებისკენ (ანგიონევროზული ედემა); – თირკმლის ფუნქციის მძიმე მოშლა (შრატის კრეატინინი შეადგენს 1.8 მგ/დლ და კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ); – დიალიზი საჭიროებისას; – თირკმლის არტერიის შევიწროება; – ვისაც ჩაუტარდა თირკმლის ტრანსპლანტაცია; – ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი აორტის ან ორკარიანი სარქველის სტენოზი, რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას ან მარცხენა პარკუჭის სხვა ობსტრუქციული დაავადებები (მაგ: ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიები).; – შრატის ალდოსტერონის დონის პირველადი მომატება; – ღვიძლის მძიმე დისფუნქცია (პრეკომა/ღვიძლისმიერი კომა) ან ღვიძლის პერველადი დაავადება; – კლინიკურად მნიშვნელოვანი ელექტროლიტების დისბალანსი (ჰიპერკალციემია, ჰიპერნატრიემია, ჰოპოკალიემია); – ორსულებში, ბავშვებში და მეძუძურებში არ გამოიყენება. – კაპტო+ჰქთ დენკ 50/25-ის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს პაციენტებს, ვისაც აღენიშნება შემდეგი დაავადებები: – კლინიკურად მნიშვნელოვანი პროტეინურია (დღეში 1 გრ-ზე მეტი); – დაქვეითებული იმუნური სისტემა ან კოლაგენოზით გამოწვეული ვასკულარული დაავადება (მაგ. წითელი მგლურა, სკლეროდერმია); – ერთდროულად იმუნოსუპრესიული პრეპარატების მიღებისას (მაგ. კორტიკოსტეროიდები/ ციტოსტატური საშუალებები, ანტიმეტაბოლიტები) ან ალოპერინოლის, პროკაინამიდის ან ლითიუმის გამოყენებისას; – პოდაგრა; – ჰიპოვოლემია; – ცერებროვასკულარული ცირკულაციის პრობლემები; – გულის კორონარული დაავავადებები; – მანიფესტირებული ან ლატენტური შაქრიანი დიაბეტი; – ღვიძლის დაქვეითებული ფუნქცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები