იცით კარვედიგამას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კარვედიგამას გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარტს, კარვედიგამას 12,5 მგ-იან ტაბლეტებს შეიძლება ჰქონდეთ თანმხლები მოქმედება: გვერდითი ეფექტების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მონაცემები: ჩასასმელია ცხრილი  გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დასაწყისში.  გვერდითი ეფექტი გულის უკმარისობისას: გულის უკმარისობით დაავადებული პაციენეტების გამოკლევისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოქმედება: სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები. ხშირად: მსუბუქი თრომბოციტოპენია.  ნივთიერებათა ცვლის და საჭმლისმონელების დარღვევები: ძალიან ხშირად: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის ზრდა, ხელებში და ფეხებში წყლის დაგროვება (პერიფერიული შეშუპება), მომატებული ჰიპერვოლემია, სითხის შეკავება.  დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავბრუსხვევა. იშვიათად: ხანმოკლე გონების დაკარგვა (სინკოპე).   დარღვევები მხედველობის მხრივ: ძალიან ხშირად: მხედველობის დარღვევები. გულთან დაკავშირებული დარღვევები: ძალიან ხშირად: ფეხების შეშუპება, ფეხებში წყლის დაგროვება, გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია). იშვიათად: გულის უკმარისობის გაუარესება, მესამე ხარისხის AV-ბლოკის დარღვევა.  თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები: იშვიათად: თირკმელების ფუქციის გაუარესება.   სისხლ-ძარღვოვანი დარღვევები: ძალიან ხშირად: წნევის დაწევა მწოლიარე მდგომარეობაში (ორთოსტატიული ჰიპოტონია).   დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ფაღარათი. ზოგჯერ: კუჭში შეკრულობა.  დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ძალიან ხშირად: გენიტალიების შეშუპება (სასქესო ორგანოების არეში წყლის დაგროვება).  ზოგადი ხასიათის დარღვევები: ძალიან ხშირად: ქსოვილებში წყლის დაგროვება (შეშუპება). გენერალიზირებული სისხლ-ძარღვების დაავადებებით დაან თირკმელების შეზღუდული ფუნქციით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს თირკმელების ფუნქციონირების შეწყვეტა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები. თავბრუსხვევის, მხედველობის გაუარესების, გულის რითმის შენელებისა და გულის უკმარისობის გაუარესების გარდა, გვერდითი ეფექტი ძირითადად არ არის დამოკიდებელი დოზაზე. ზოგიერთ შემთხვევებში, დოზის მოცულობაზე დამოკიდებულია გულის კუნთების შეკუმშვის უნარი.  მაღალი წნევითა და სტენოკარდიით დაავადებული პაციენტები: მაღალი წნევითა და სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნება ისეთივე გვერდითი მოვლენები: , როგორიც გულით უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, თუმცა მაღალი წნევის და სტენოკარდიის მქონე პაციენტებში აღნიშნული მოვლენების გამოვლენის სიხშირე გაცილებით უფრო იშვიათია.  სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: იშვიათად: თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია.   ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემი დარღვევები: ხშირად: სისხლის შესქელება. იშვიათად: ხელებში და ფეხებში წყლის დაგროვება (პერიფერიული შეშუფება).   ფსიქოლოგიური დაავადებები: იშვიათად: ძილის დარღვევები, დეპრესიები.   ნერვული სისტემის დაავადებები: ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას. იშვიათად პარესთეზია, გონების დაკარგვა (სინკოპე), განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.   დარღვევები მხედველობის მხრივ: ძალიან ხშირად: შემცირებული ცრემლიანობა. ძალიან იშვიათად: მხედველობის დარღვევა, თვალებში წვის შეგრძნება.   გულის დაავადებები:L ძალიან ხშირად: ბრადიკარდია, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.  დარღვევები სისხლ-ძარღვევების მხრივ: ძალიან ხშირად: სისხლის წნევის დაწევა მწოლიარე მდგომარეობაში (ორთოსტატიული ჰიპოტონია), განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას. იშვიათად: პერიფერული სისხლის მიმოქცევის დარღვევები.   სასუნთქი გზების, მკერდისა და მედიასტინუმის დაავადებები: ხშირად: ასთმური დისპნოე. იშვიათად: ცხვირის გაჭედვა.  დარღვევები მუცლისა და კუჭ-ნაწლავების ტრაქტის მხრივ: ხშირად: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი. იშვიათად შეკრულობა, ღებინება. ძალიან იშვიათად: პირში სამშრალის შეგრძნება.   დარღვევები კუნთებისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათად: ტკივილი სხეულის ნაწილებში.  დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად: თირკმელების ფუნქციის გაუარესება. ძალიან იშვიათად: პრობლემები შარდვისას.   დარღვევები სასქესო ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად: იმპოტენცია  ზაგადი ხასიათის დარღვევები: ძალიან ხშირად: დაღლილობის გრძნობა, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.   გამოკლევები: იშვიათად: ღვიძლის მაჩვენებლების მომატება, ძალიან იშვიათად ვლინდება მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება (სტენოკარდია, AV – ბლოკის დარღვევები), სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული კოჭლობის სიმპტომების გაუარესება ან კრუნჩხვები თითებში და ქუსლის არეში (რეინაუდის ფენომენი). დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად: კანის რეაქციები, მაგ. ალერგია, წვა და ა.შ. შესაძლებელია აგრეთვე ფსორიაზის გაუარესება. პრეპარატ კარვედიგამა 25 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას შეიძლება დაფიქსირდეს სისხლში შაქრის რაოდენობის უმნიშვნელო დარღვევა. 4.2. ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები