იცით კეტანოვს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

კეტანოვის გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სტომატიტი, ღებინება, შეკრულობა, დისპეფსია, გასტრიტი, კნტ-ის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, სიმშრალე პირის ღრუში. ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, პარესტეზია. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გახშირებული შარდდენა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ნეფროლოგიური სინდრომი, ინტერსტიციალური ნეფრიტი. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სისხლის პლაზმაში კრეატინინის და/ან შარდოვანას დონის მომატება. წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არტერიული წნევის ცვლილებები. სისხლის შედედების მხრივ: ტრომბოციტოპენია, პურპურა, ჰემატომის წარმოქმნა, სისხლდენა ცხვირიდან, შედებების დროის გახანგრძლივება. სასუნთქი გზების მხრივ: ქოშინი. ალერგიული რეაქცია: ჭინჭრის ციება. სხვადასხვა: წყურვილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები