იცით კლოპი-დენკი 75-ის რა უკუჩვენებები აქვს?

კლოპი-დენკი 75-ის უკუჩვენებებია: კლოპი-დენკ 75 არ მიიღება, თუ: – აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) კლოპიდოგრელის ან კლოპი-დენკ 75-ის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; – პაციენტს აქვს დაავადება, რომელიც ამჟამად იწვევს სისხლდენას, მაგალითად როგორიცაა კუჭის წყლული ან სისხლდენა ტვინში. – თუ აღინიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება.   თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს ან რაიმე ეჭვის გაჩენისას, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.  განსაკუთრებული სიფრთხილე კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე: თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა ეხება პაციენტს, კლოპი-დენკ 75-ის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს: – თუ აღინიშნება სისხლდენის რისკი, მაგალითად: – ავადმყოფობა, რომლის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლული), – სისხლის დაავადებები, რის დროსაც შესაძლებელია განვითარდეს შინაგანი სისხლდენა (სისხლდენა სხეულის ნებისმიერ ქსოვილში, ორგანოში ან სახსარში); – უახლოეს პერიოდში მიღებული სერიოზული ტრავმა; – უახლოეს პერიოდში ჩატარებული ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)  – უახლოესი 7 დღის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური)  – თუ აღინიშნება კოლტი თავის ტვინის არტერიაში (იშემიური ინსულტი), რომელიც განვითარდა ბოლო 7 დღის განმავლობაში. – თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;  კლოპი-დენკ 75-ის მიღებისას: – უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ დაგეგმილია ოპერაცია (მათ შორის სტომატოლოგიური); – ასევე დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ისეთი მდგომარეობის განვითარებისას (ასევე ცნობილი თრომბოციტოპენიური პურპურა), რასაც ახასიათებს ცხელება, ჩალურჯებები კანის ქვეშ და შესაძლებელია ჩანდეს, როგორც წითელი ქინძისთავისხელა წერტილები, რაც შეიძლება მიმდინარეობდეს აუხსნელი დაღლილობის შეგრძნებით, გონების დაბინდვით, კანის და თვალების სიყვითლით ან მის გარეშე (იხ. ნაწილი 4 “მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები”). – ჭრილობის ან თვითზიანის მიყენებისას სისხლდენა შესაძლებელია გაგრძელდეს ჩვეულებრივზე მეტ ხანს. ეს დაკავშირებულია პრეპარატის მოქმდებასთან, რადგან იგი ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას. მცირე ჭრილობებისა და დაზიანებების შემთხვევებში, მაგალითად გაპარსვისას, ამას არ ენიჭება განსაკუთრებული ყურადრება. თუმცა, თუ პაციენტი შეშფოთებულია სისხლდენით, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს (იხ. ნაწილი 4 “მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები”). კლოპი-დენკ 75 არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები